კორონავირუსის გავრცელების გააქტიურება დასაქმებაზე ცუდად მოქმედებს

ამერიკელმა დამსაქმებლებმა, ივნისში რამდენიმე მილიონი ადამიანი დაასაქმეს. ამან, უმუშევრობის მაჩვენებელი შეამცირა და პროცენტულად, დიდი დეპრესიის პერიოდის უმუშევრობის მაჩვენებელზე დავიდა. თუმცა, ბოლო მონაცემებით, სპეციალისტები შიშობენ, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, შესაძლოა, კორონავირუს გავრცელების გააქტიურებამ კვლავ ხელი შეუშალოს.

მონაცემთა პროვაიდერი „FactSet”-ის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 12.3%-მდე დაეცა. ეკონომისტების გათვლით ბიზნესმა, მთავრობამ და არამომგებიანმა ორგანიზაციებმა დამატებით სამი მილიონი სამსახური შექმნეს. „FactSet”-ს მონაცემებით, მაისში 2.5 მლნ. სამუშაო ადგილი შეიქმნა. მაისსა და ივნისში, მარტსა და აპრილში დაკარგული სამუშაო ადგილებიდან, 22 მილიონი კვლავ აღდგა.

ზოგიერთ შტატში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების გამო, ბიზნესის ნაწილი კვლავ იკეტება. ოთხშაბათს, კალიფორნიაში კვლავ დაიკეტა ბარები, თეატრები და რესტორნები - ნაწილობრივ. სანაპიროების ნაწილი დაკეტა ფლორიდამ და გარკვეული ზომების მიღებას გეგმავს არიზონა.

ასევე ნახეთ: ივლისი ამერიკაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლით დაიწყო

„მაკდონალდსმა“ შეაჩერა მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნების გახსნა. „ეფლი“ კი აცხადებს, რომ მან უკვე მეორედ დაკეტა 47 მაღაზია და დამატებით 30-ს დაკეტავს.

საკრედიტო და სადებიტო ბარათების მოხმარების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადამიანებმა კვლავ ფულის დაზოგვა დაიწყეს.

პანდემიამდე, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ამერიკაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო - 3.5%. პანდემიის შემდეგ, უმუშევრობის დონემ 14.7%-ს მიაღწია და ამ მაჩვენებლით, დიდი დეპრესიის დროს არსებულ უმუშევრობის მაჩვენებელს გადააჭარბა.