"უახლოეს კვირებში ჩვენთან იქნება კატასტროფული მდგომარეობა,"- ამბობს კანადელი ექიმი ანანდ კუმარი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობს. მიზეზად სხვა ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად კუმარი იმას ასახელებს, რომ კანადელები პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვებით დაიღალნენ და ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით განსაკუთრებით რთული ვითარება რამდენიმე შტატშია.
ოფიციალური მონაცემებით, კანადაში სულ ამ დროისთვის კოვიდ19-ი 302 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 11 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. 3 ნოემბრის მონაცემებით საავადმყოფოებში იმყოფება 1 000-ზე მეტი ადამიანი. მონაცემებით კი ირკვევა, რომ მძიმე პაციენტების რაოდენობა გაორმაგებულია, თუმცა ჯერ კვლავ მცირეა გაზაფხულის მონაცემებთან შედარებით.
ასევე ნახეთ: შვედეთში ე.წ. ჯოგურმა იმუნიტეტმა არ გაამართლა, ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებს აწესებსჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კანადიდან ამბობენ, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში, დეკემბრის დასაწყისისთვის ქვეყანაში დღიურად კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ჯერ, 3-ჯერ ან 4-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე ის დღეს არის. ყველაზე რთული შტატი კი მანიტობაა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. შტატში ვითარებას ისიც ართულებს, რომ ვირუსის გავრცელება ძალიან სწრაფად ხდება და სპეციალისტები კონტაქტების დადგენას ვერ ასწრებენ.
ასევე ნახეთ: 94,5% ექფექტიანობა - „მოდერნას“ ვაქცინა, პანდემიის დასრულების ახალი იმედიშტატში სულ 750 000 ადამიანი ცხოვრობს და ირკვევა, რომ საავადმყოფოებში რეანიმაციული განყოფილებები თითქმის სავსეა დღიური ინფიცირებულთა რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს. რთული ვითარების გამო მანიტობაში დამატებითი საველე საავადმყოფოების აშენება იგეგმება.
რთული ვითარებაა კვებეკშიც სადაც, ქვეყნის მასშტაბით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მიზეზი შეიძლება ის იყოს რომ კოვიდ19-ი მოხუცთა თავშესაფრებში გავრცელდა. ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს ონტარიოშიც რის გამოც ახალი შეზღუდვები დაწესდა.