საბერძნეთის პოლიციამ ქვეყნის ეგეოსის ზღვის სანაპიროზე თორმეტი არალეგალური იმიგრანტის გვამს მიაგნო. გვამები ქალაქ ალექსანდროპოლისის სანაპიროზე გამოირიყა. როგორც ფიქრობენ იმიგრანტები თურქეთის მხრიდან ლამობდნენ საბერძნეთში შეღწევას. დაღუპულთა ეროვნება ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი.