ეთნიკური უმცირესობები საქართველოში - რესპონდენტი ქურთთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე აგიდ მირზოევი

ბატონმა აგიდმა აღნიშნა, რომ მათი ორგანიზაცია შეიქმნა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოში მცხოვრები ქურთი ეროვნების, საქართველოს მოქალაქეების ლობირება და მათი უფლებების დაცვა. მისივე თქმით ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა შეუწყონ ხელი საქართველოში მცხოვრებ ქურთებს მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მართვის პროცესებში და სახელმწიფოს მართვაში. „ჩვენს შემთხვევაში, საქართ[ელოში მცხოვრები ქურთები ვართ რაოდენობით შედარებით ნაკლები ვიდრე, ვთქვათ აზერბაიჯანელები, სომხები და ა.შ. და ჩვენ არ გვიჭირს ინტეგრირება, რადგანაც გადმოსახლებისთანავე დავიწყეთ ქართული ენის შესწავლა“ -აღნიშნა ბატონმა აგიდმა.