ევროკომისარი ცხინვალში ჩავიდა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამაბერგი საქართველოში ჩამოსვლიდანმე-4 დღეს , დღეს დილის 10:30 ცხინვალში შეუშვეს.ევროკომისარი შეხვდა ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის ადამიანის უფლებების დამცველს დავით სანაკოევს და ე.წ. ალანიის ეპარქიის ეპისკოპოს გიორგის.

ოსური მხარის ინფორმაციით შეხვედრაზე ოთხი ქართველი მოზარდის დაკავებაზე და ე.წ. სამხრეთ-ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებზე ისაუბრეს. ცხინვალი დაჟინებით მოითხოვს დაკავებულების გაცვლას. - ჩვენ მოვალენი ვართ შევამციროთ რეგიონში დაძაბულობა და კერძო პირების უფლებების დაცვა ვუზრუნველვყოთ! - განაცხადა ჰამაბერგმა და აღნიშნა, რომ მას აქვს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ”ყინულის დაძვრას”.

ექსპერტმა გიორგი წიკლაურმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისარის ძალიხმევა ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების გათავისუფლებას შეუწყობს ხელს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციები ოკუპირებული ცხინვალის მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობაზე კვლავაც გაგრძელდება.მათ სეპარატისტები აკავებენ არარსებული საზღვრის დარღვევის გამო. ”პროვოკაციებს ბევრი მიზანი აქვს, მათ შორის მიზანი - გამოიწვიონ მოსახლეობაში უკმაყოფილება მათი უსაფრთხოების გამო..” , ამბობს ექსპერტი.