საფრანგეთი აცხადებს, რომ სამხედრო საზღვაო ფლოტის გემმა რამდენიმე სომალელი მეკობრე დაატყვევა. ამ ინფორმაციის თანახმად, სომალის ნაპირთან მეკობრეები თავას დაესხნენ ხომალდს სახელწოდებით „ლა სომ“. გემის ეკიპაჟმა შესძლო ამ თავდასხმის მოგერიება და გაქცეულ მეკობრეებს დაედევნა. ფრანგებმა ერთ-ერთი კატარღის დაწევა და ხუთი მეკობრის დატყვევება შესძლეს. საფრანგეთი აცხადებს, რომ ინციდენტში არვინ დაშავებულა.