ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ირი  პარლამენტში მივიდა

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ირმა მისი ძმა დააწინაურა . თავდაცვის ეროვნულ კომიტეტში. ამ ფაქტმა კი კიდევ უფრო გაზარდა სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეელი ლიდერი მემკვიდრის გამოსაცხადებლად ემზადება.ჯანგ სონგის დაწინაურება, მას ქვეყანაში რიგით მეორე ადამიანის რანგში აქცევს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ირის 63 წლის ძმა, პრეზიდენტის უცაბედი ავადმყოფობისა და გარდაცვალების შემთხვევაში, დროებითი ლიდერის როლს შეასრულებს. გარდამავალი ეტაპის შემდეგ კი იგი ქვეყნის სადავეებს აიღებს ხელში და პრეზიდენტის სამ შვილს მოამზადებს ხელისუფლებაში მოსასვლელად. ჯანგის დაწინაურების შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის სხდომის მსვლელობისას.