ბირთვული იარაღი-ცივი ომის გადმონაშთია


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, ბირთვული იარაღი ცივი ომის ყველაზეც უფრო საშიში გადმონაშთია.პრაღაში ათასობით ადამიანის წინაშე გამოსვლისას, ბარაქ ობამამ ბირთვული არსენალის გაუქმების თავისი გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის ნაწილია რუსეთთან ახლალხანს დადებეული ხელშეკრულება, რომელიც სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირებას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი რაკეტის გამოცდა. გარდა ამისა ბარაქ ობამამ, ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეჩერების აუცილებლობაზეც ილაპარაკა და ევროპაში რაკეტსაწინაღო ფარის მშენებლობა ირანიდან მომავალი საფრთხით გაამართლა.