უკრაინის ოფიციალური პირების
განცხადებით მეკობრეებმა გაათავისუფლეს იარაღით დატვირტული გემი, რომელიც მათ
სექტემბერში სომალიის ნაპირებთან გაიტაცეს. გათავისუფლებას წინ უძღვოდა მოლაპარაკებების რამოდენიმე თვე. უკრაინის
პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინის კუთვნილი გემი და მისი შემადგენლობა ერთი ლატვიელი, 2
რუსი და 17 უკრაინელი სომალელმა მეკობრეება გაუშვეს, ხოლო გემის კაპიტანი
სავარაუდოდ ინდოეთის ოკეანეში ხომალდის
გატაცებიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
იუშჩენკომ გამოსვლაში
კმაყოფილება გამოთქვა დროში გაწელილი მოლაპარაკების დასრულების გამო. მან აქვე
დასძინა, რომ გათავისუფლების პროცესი უკრაინის სპეცდანიშნულების აგენტების ჩარევის შედეგად მოხერხდა.
უკრაინული გემის მფლობელის სპიკერის განცხადებით გამოსასყიდი
სამი მთელი ორი მეათედი მილიონი დოლარის ოდენობით გადაეცა 100-მდე მეკობრეს. რუსეთის მედიის განცხადებით ეს თანხა თვითმფრინავიდან ჩააგდეს გემზე.
კაპიტანი ანდრეი ნოჟკინი
იხსენებს მომენტს როდესაც გამოსასყიდი გადაეცათ სომალელ მეკობრეებს:
როგორც კი ფული გამტაცებლების ხელში
ჩავარდა ხომალდზე გაიზარდა დაძაბულობა.შემდგომი 16 საათის განმავობაში ისინი იყოფდნენ
გამოსასყიდს და მთელი ამ დროის მანძილზე ნარკოტიკულ ნივთიერებებს იღებდნენ,
განაცხადა კაპიტანმა.
პრეზიდენტის გამოსვლაში აგრეთვე
ნათქვამია, რომ თყვეობაში მყოფი გემის
გათავისუფლების შემდეგ მან გააგრძელა მანამდე დაგეგმილი მიმართულებით მოძრაობა კენიის
საპორტო ქალაქის მომბასასკენ.
იმ დროის
მანძილზე სანამ მიმდინარეობდა მეკობრეებთან მოლაპარაკებები გემი იმყოფებოდააშშ-ის სამხედრო გემების განსაკუთრებული მეთვალვყურეობის ქვეშ ,
რადგანაც უკრაინული ხომალდი სახელად ფაინა დატვირთული იყო იარაღით, რამოდენიმე
ათეული თი 72 ტიპის ტანკითა და ათასობით ტონა სხვა სამხედრო მოწყობილობით.
კენია აცხადებს, რომ ეს
შეიარაღება განკუთვნილი იყო ქვეყნის სამხედრო ძალებისთვის. მაგრამ ზოგიერთი
საინფორმო წყარო მიუთითებს რომ უკრაინის გემის ტვირთი სამხრეთ სუდანის მთავრობას ეკუთვნოდა,
საერთაშორისო საზოგადოება
შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ იარაღი რომელიც ფაინას ბორტზე იყო შიძლება
მოხვედრილიყო ისეთი ტერორისტული ორგანიზაციის ხელში როგორიცაა ალყაიდა.
უკრაინა თავის მხრივ წნეხის ქვეშ
მოექცა, როდესაც დაისვა კითხვები თუ ვისთვის იყო განკუთვნილი ტვირთი.
სამალის სანაპიროს გასწვრივ გრძელდება მეკობრეობა და ვარაუდობენ, რომ გამტაცებლებს კიდევ 12-მდე ხომალდი აქვთ დაკავებული.