ერაყში აშშ გენ. ოდიერნო ჯარების დარჩენის ვადებზე საუბრობს

ერაყში მომსახურე ამერიკის ერთერთი მაღალი რანგის ჩინოსნის განცხადებით, მას მერე, რაც ორ ქვეყანას შორის უშიშროების ხელშეკრულება გაფორმდა, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა თავიანთ მისიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განახორციელონ. დღეს ოფიციალურ განცხადებაში, გენერალმა რეი ოდიერნომ აღნიშნა,რომ ერაყში მომსახურე საბრძოლო ძალებისათვის ახალი წესები დაინიშნება. გენერალ ოდიერნოს განცხადებით, სამხედრო კოალიციურ ძალებს კვლავ რჩებათ უფლება საკუთარი თავი დაიცვან, მაგრამ მომავალში ყველა სამხედრო ოპერაციის კოორდინაციას ისინი ერაყის უშიშროების ძალებთან ერთად მოახდენენ. რაც შეეხება ალ-ყაიდასა და ექსტრემისტთა ჯგუფებთან ბრძოლას, გენერალ ოდიერნოს განცხადებით, ეს პროცესები ერაყის კონსტიტუციისა და კანონების სრული დაცვის შესაბამისად განხორციელდება.

გენერალ ოდიერნოს განცხადებით, ზოგიერთ კანონში ცვლილება უკვე გატარებულია.

ერაყის ოფიციალური განცხადებით, უშიშროების ხელშეკრულებაზე საბოლოო თანხმობა მომავალ ხუთშაბათს გაფორმდება. ხელშეკრულების თანახმად კოალიციის გაერთიანებული ჯარები ერაყის ტერიტორიას საბოლოოდ 2012 წელს დატოვებენ.