წელიწადია, მსოფლიო პანდემია კოვიდ19-ის წინააღმდეგ იბრძვის, რეკორდულ დროში მეცნიერებმა შეძლეს და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, თუმცა, ვაქცინას. ძირითადად, მდიდარი ქვეყნები ყიდულობენ და მისი გავრცელება ფართო მასშტაბებით ვერ ხდება. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანტონიო გუტერეში მსოფლიო ლიდერებს ორ გამოსავალს სთავაზობს.
გუტერეშს მიაჩნია, რომ მდიდარმა ქვეყნებმა შეძენილი ვაქცინების ნაწილი ღარიბ ქვეყნებს გადასცენ და ასევე ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს მოუწოდებს, რომ გასცენ ლიცენზია, რათა ისეთმა დიდმა მწარმოებლებმა, როგორიც არის მაგალითად ინდოეთში და ბრაზილიაში შეძლონ და წვლილი შეიტანონ უფრო მეტი რაოდენობის ვაქცინის გამოშვებაში. გუტერეში ამბობს, რომ თუ ეს პროცესი შენელდება, შესაძლოა ვირუსი ვაქცინის მიმართ რეზისტენტული გახდეს.
ასევე ნახეთ: "მერკმა" ვაქცინის გამოცდა შეწყვიტა"ხედავთ რა ხდება გრიპის შემთხვევაში? ყოველწლიურად მოსახლეობას ვცრით ახალი ვაქცინით, რადგან ის მუდმივად განიცდის მუტაციას. ჩვენ გვინდა, რომ კოვიდზეც იგივე ვითარება გვქონდეს? "- ამბობს გაეროს გენერალური მდივანი.
ანტონიო გუტერეში აქვე აცხადებს, რომ ვირუსი მუდმივად განიცდის მუტაციას და ეს ზრდის საფრთხეებს. ამიტომ ფიქრობს, რომ ვაქცინის წარმოება უნდა გაფართოვდეს და ყველა რესურსი იყოს გამოყენებული და დიდმა ქვეყნებმა ღარიბებს დახმარება გაუწიონ.