სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავების შემდეგ პირველად წასდგა ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ორ საქმეზეა მსჯავრდებული, ოთხზე კი ბრალდებული, ბრალდებებზე ვრცლად ისაუბრა. სასამართლო სხდომის პარალელურად, სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.