ფილიპინური სტიქია

მანილაში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
ფილიპინების დედაქალაქ მანილასა და მის შემოგარენში წყალდიდობის მასშტაბი შემცირდა. ხელისუფლება სამაშველო სამუშაოებს განაგრძობს. სტიქიამ ორ მილიონ ადამიანზე მეტი დააზარალა.

მანილაში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის მიზეზი თავსხმა წვიმები გახდა, რომელიც კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა.

დაახლოებით 300 ათასი მოქალაქე დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს. სამთავრობო უწყებები მოსახლეობასთან სოციალური ქსელების, განსაკუთრებით თვითერის საშუალებით ურთიერთობენ.