ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა


მთავრობამ უკვე 50.000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა

პეკინში გადაუღებელი წვიმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. მთავრობამ უკვე 50.000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.

ოფიციალური მონაცემებით, კვირას კოკისპირული წვიმის შედეგად მოვარდნილ წყალს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავი ვერ დააღწია. დატბორილ ქუჩებში მანქანები ტივტივებდა.

პეკინის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გადაიდო და 80, 000 მგზავრი დანიშნულების ადგილზე ვერ გაფრინდა.

ოფიციალური მონაცემებით, წვიმის შედეგად დატბორილი წყლის სიმაღლე ზოგ რაიონში ნახევარ მეტრს აღწევდა. ჩინეთში დღემდე წვიმს და სავარაუდოდ ორშაბათამდე არ გამოიდარებს.
XS
SM
MD
LG