შინზო აბეს „ძალზე საშიში გზა"

იაპონია ჩინეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
ჩინეთის ელჩი გაეროში იაპონიის პრემიერ მინისტრს მკაცრად აკრიტიკებს. მისი თქმით, შინზო აბემ „ძალზე საშიში გზა“ აირჩია, როცა წინააღმდეგობებით სავსე ომის ვეტერანთა ტაძარი მოინახულა.

ჩინეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით შინზო აბე ომის დამნაშავეებს ემხრობა, რითაც აგრესიის მხარდაჭერასაც გამოხატავს.

იაპონიის ელჩი საპასუხო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრემიერის ვიზიტი მხოლოდ იაპონელ ვეტერანთა პატივისცემის გამოხატულება იყო და არა ომის დამნაშავეთათვის მხარდაჭერის აქტი.

იაპონია ჩინეთს ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას სთავაზობს, რაზეც ჩინეთი უარს აცხადებს.