ორგანიზებული თავდასხმა მედიაზე - არცერთი დამნაშავე დაკავებული არ არის
Your browser doesn’t support HTML5
პროდასავლური აქციების დარბევის დროს, 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ჟურნალისტთა ნაწილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ. ამ დრომდე არცერთი მოძალადე სპეცრაზმელი თუ ნიღბიანი პირი, ამოცნობილი და დაკითხულიც კი არ არის.