ვლადიმირ პუტინს "ქართული ოცნების" "სიმამაცე" აკვირვებს

28 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაიმეორა თავისი პრესმდივნის, დმიტრი პესკოვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველო შიდაპოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.

ასევე ნახეთ: „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს

"ოფიციალურ დონეზე, ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ საერთოდ არ ვეჩხირებით, უბრალოდ არ ვეხებით მას. რაც შეეხება დასავლეთის ჩარევას, იმავეს ვერ ვიტყვი ჩვენს დასავლელ "კოლეგებზე",-განაცხადა პუტინმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იქვე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმ "სიმამაცით", რითაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა საკუთარი პოზიცია "ახლახან მიღებულ კანონმდებლობასთან" დაკავშირებით.

"როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, გულახდილად გითხრათ, მე გაოცებით ვუყურებდი და ვადევნებდი თვალ ამ ყველაფერს. ჩვენ მათთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს, არავითარი. მაგრამ მე უბრალოდ გამაკვირვა მათმა სიმამაცემ და ხასიათმა, რომელიც მათ გამოავლინეს იმისთვის, რათა დაეცვათ საკუთარი თვალსაზრისი. ახლა მე არც კი მიცემ შეფასებას ამ თვალსაზრისს", - დასძინა პუტინმა.

ასევე ნახეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია: საქართველოში არჩევნები გაყალბებულია

მანამდე, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეაქეს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა "აგენტების კანონისა" და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტის მიღებისთვის.