თეთრი სახლი უარყოფს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვეტილებას

თეთრ სახლში ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, განაცხადეს, რომ თეთრმა სახლმა უარყო საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს [ICC] გადაწყვეტილება დაკავების ორდერი გაეცა ისრაელელ ოფიციალურ პირებზე. სასამართლომ აღნიშნული ორდერები ღაზაში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების ჩადენის გამო გასცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ გადაწყვეტილებას “ანტისემიტური” უწოდა.

შეერთებულმა შტატებმა უარყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი თავდაცვის ყოფილი უფროსის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.

"ამერიკა ფუნდამენტურად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელელი მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება", - თქვა სპიკერმა და დასძინა, რომ ამერიკა შემდეგ ნაბიჯებს პარტნიორებთან ერთად განიხილავს.

ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში, ICC-ის მოსამართლეები აცხადებენ, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი, პასუხისმგებელნი არიან, ღაზის სექტორში შიმშილობასა და პალესტინელების დევნაზე.