ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ICC-მა ისრაელის პრემიერ მინისტრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერის დაკავების ორდერი გასცა


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ისრაელის პერმიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილ მინისტრის და ასევე, „ჰამასის“ ლიდერის დაკავების ორდერი გასცა - ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საფუძველზე.

ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში, ICC-ის მოსამართლეები აცხადებენ, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი, პასუხისმგებელნი არიან, ღაზის სექტორში შიმშილობასა და პალესტინელების დევნაზე.

„ჰამასის“ ლიდერის, ალ-მასრის დაკავების ორდერში ჩამოთვლილია მასობრივი მკვლელობები 2023 წლის 7 ოქტომბერს, და ისრაელზე თავდასხმა, რომელმაც გამოიწვია ღაზაში მიმდინარე ომი. ალ-მასრის დაკავების ორდერში ასევე საუბარია გაუპატიურებასა და მძევლების აყვანაზე. პროკურატურა მიუთითებს, რომ გააგრძელებს ინფორმაციის შეგროვებას მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით.

ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა 20 მაისს განაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრების ორდერს სავარაუდო დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმებთან და ისრაელის სამხედრო პასუხთან ღაზაში.

ისრაელმა უარყო ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია და უარყოფს ომის დანაშაულებებს ღაზაში. ისრაელმა განაცხადა, რომ მან მოკლა ალ-მასრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მუჰამედ დეიფი, საჰაერო თავდასხმის შედეგად, მაგრამ „ჰამასი“ ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ომის დანაშაულების ჩადენას ასევე უარჰოფენ “ჰამასის“ ლიდერები.

სასამართლოს, დაკავების ორდერების სისრულეში მოსაყვანად, საპოლიციო ძალები არ ჰყავს და ამაში თავის წევრ ქვეყნებს ეყრდნობა. ICC-ის წევრები არიან ევროკავშირის ყველა ქვეყანა, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, ბრაზილია, ავსტრალია და კანადა, ხოლო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, პალესტინელთა ტერიტორიები და იორდანია.

XS
SM
MD
LG