კიევიდან სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან 110 კილომეტრით დაშორებულ ბრიანსკის ოლქში, ქალაქ კარაჩოვთან ახლოს, უკრაინამ რუსეთის არსენალს დაარტყა. უკრაინული ორი სხვადასხვა მედია გამოცემის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კიევმა, რუსეთის სიღრმეში დარტყმები ამერიკის მიერ მიწოდებული "ატაკამსის" ტიპის რაკეტებით განახორციელა. თუმცა, კიევს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ კითხვებზე, ამ დრომდე არ უპასუხია უკრაინის გენერალურ შტაბსა და სამხედრო დაზვერვის სააგენტოს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ და სხვა მედიასაშუალებებმა, კვირას გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა კიევს ნება დართო, ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღი, რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს. „როიტერის“ წყაროები აცხადებდნენ, რომ კიევი ამგვარ საჰაერო დარტყმებს უახლოეს დღეებში დაიწყებდა და ის "ატაკმსის" რაკეტებით განხორციელდებოდა.
ასევე ნახეთ: კრემლი პრეზიდენტ ბაიდენს ესკალაციის პროვოცირებაში ადანაშაულებსუკრაინულენოვანი გამოცემები, "ფორბს უკრაინა“ და „არ-ბი-სი“, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "ატაკამსის" რაკეტები, პირველად გამოიყენეს ქალაქ კარაჩოვთან განოხრციელებულ დარტყმებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა გაანადგურა 12 უკრაინული დრონი ბრიანსკის რეგიონის თავზე, სადაც თავდასხმა განხორციელდა, დილის 7:15 საათიდან, დილის 8:35 საათამდე და კიდევ ოთხი - დილის 9:10-დან, 9:20 საათამდე.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის მიერ გაშვებული 85 დრონი და 5 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.
უკრაინის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დარტყმას რაიონში 12 მეორადი აფეთქება მოჰყვა.
„რუსი ოკუპანტების არმიისთვის საბრძოლო მასალის საწყობების განადგურება გაგრძელდება, რათა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესია, უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინა ხშირად იყენებს შიდა წარმოების დრონებს, რათა დაარტყას სამიზნეებს რუსეთის სიღრმეში, უფრო შორსაც, ვიდრე კარაჩოვია. კიევმა ასევე დაიწყო მცირე რაოდენობის საკუთარი რაკეტების ტესტირება და წარმოება, მაგრამ არაერთხელ თქვა, რომ ამერიკის მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენებით, შორ მანძილზე დარტყმების უფლება, საშუალებას მისცემს დაარტყას რუსული ლოგისტიკურ ობიექტებსა და უკრაინის დაბომბვისთვის გამოყენებულ საბრძოლო მასალის გამშვებ საშუალებებს.
ვაშინგტონი, თვეების განმავლობაში, ეწინააღმდეგებოდა კიევისა და მისი ზოგიერთი მოკავშირის ზეწოლას დაეშვა "ატაკამსების" გამოყენება რუსეთის სიღრმეში, იმის შიშით, რომ კრემლი ამ ნაბიჯს ესკალაციად განიხილავდა.
ასევე ნახეთ: ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლასაინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“, ანონიმურობის პირობის დაცვით, ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება "ატაკამსებთან" დაკავშირებით, რუსეთის მიერ, ბრძოლის ველზე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების განლაგებაზე პასუხი იყო. ჩრდილოეთ კორეის ჯარის რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებამ, ვაშინგტონსა და კიევში, ასევე უკრაინის მოკავშირეებში, განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სექტემბერში განაცხადა, რომ დასავლეთი პირდაპირ შეებრძოლება რუსეთს, თუ ის უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური წარმოების შორი დისტანციის რაკეტების გამოყენებით შეტევის უფლებას მისცემდა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი კონფლიქტის ხასიათსა და მასშტაბებს შეცვლის.