მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის თანამდებობას, დონალდ ტრამპი დაიკავებს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა "ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს" გაუძლებს. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ "საარჩევნო საუზმეზე" გააკეთა.
ასევე ნახეთ: მსოფლიო ლიდერები ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ"მე ნამდვილად მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს, ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, - თქვა დანიგანმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ მიღებაზე, "რადიო თავისუფლების" თარგმნის მიხედვით.
ასევე ნახეთ: როგორ განაწილდა ამომრჩეველთა ხმების აშშ-ის არჩევნებზე?78 წლის ტრამპმა ოთხშაბათს თეთრი სახლი დაიბრუნა მას შემდეგ, რაც მოიპოვა საარჩევნო კოლეგიის საჭირო 270 ხმაზე მეტი, Edison Research-ის პროგნოზის მიხედვით. მერყევი შტატის, ვისკონსინის, მოგებამ მას გამარჯვება მოუტანა.