რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დემოკრატ კამალა ჰარისზე დამაჯერებელი გამარჯვების ზღვარზეა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორ მოახერხა ტრამპმა ეს?
ტრამპს დაეხმარა ის გარემოება, რომ ამერიკელი ამომრჩევლები უკმაყოფილოა მაღალი ფასების გამო და შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც, უკანონო იმიგრაციის გამო, სამხრეთ საზღვარზე. ეს საკითხები ტრამპის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემებად იქცა, რაც მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო ჰარისის საარჩევნო კამპანიის დასუსტებისთვის.
ქვემოთ მოცემულია მთავარი დასკვნები ამომრჩეველთა გამოკითხვებისა და შედეგებიდან:
საზოგადოების ნეგატიური განწყობა
Edison Research-ის ეროვნული გამოკითხვამ ცხადყო ის, რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ადრეც გამოჩნდა: ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში იყო უკმაყოფილო.
გამოკითხული ამომრჩევლების სამმა მეოთხედმა განაცხადა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, და ამ ამომრჩეველთა 61%-მა ხმა ტრამპს მისცა. იმ ამომრჩეველთა შორის, ვინც „გაბრაზებული“ იყო, 71%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი. რაც შეეხება ეკონომიკას, ამომრჩევლებისთვის, რომელთათვისაც ეს იყო მთავარი საკითხი, 79%-მა ხმა ტრამპს მისცა, ხოლო 20%-მა ჰარისს.
ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიესგამოკითხვამ აჩვენა, რომ აბორტის ლეგალურობის მომხრე ამომრჩევლებმა ჰარისს მხარი მხოლოდ 51%-ით დაუჭირეს, ხოლო ტრამპს - 47%-ით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპის პოზიციის შედარებით დაბუნდოვანებამ ნაწილობრივ შეასუსტა ჰარისის უპირატესობა ამ საკითხში. ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალურ დონეზე აბორტის აკრძალვას არ დაუჭერს მხარს, თუმცა შტატებს აქვთ უფლება დაარეგულირონ საკითხი ისე, როგორც თავად სურთ. ამასთან, ის მხარს უჭერდა ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) დაფინანსების იდეას, რაც მის პოზიციას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიდა.
ჰარისისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამომრჩეველთა სამმა მეოთხედმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამერიკის დემოკრატია „საფრთხეშია,“ თანაბრად გაანაწილა თავისი ხმა ორ კანდიდატს შორის. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატები ტრამპის მცდელობას 2020 წლის არჩევნების შედეგები არ ეცნო, მის ავტორიტარულ მიდრეკილებებად აფასებენ, თავად ტრამპი ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკური მოტივირებული პროკურორების სამიზნე გახდა ბაიდენის ადმინისტრაციაში.
მთავარი ტენდენციები
საღამოს განმავლობაში ჰარისმა და ტრამპმა მოიგეს იმ შტატებში, სადაც გამარჯვებას ელოდნენ, თუმცა ტრამპის საარჩევნო ხმების რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. Edison Research-მა ივარაუდა, რომ ტრამპი მოიგებდა გადამწყვეტ შტატებს, როგორებიცაა ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინა და პენსილვანია, ხოლო Fox News-მა გამოაცხადა, რომ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა. სხვა მედიასაშუალებებს ჯერ არ გამოუცხადებიათ საბოლოო შედეგები.
ასევე ნახეთ: ტრამპი: "ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი"მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა მრავალი ჯგუფი ტრადიციულად უჭერდა მხარს დემოკრატ ან რესპუბლიკურ კანდიდატებს, ტრამპს უფრო მეტი ფერადკანიანი მამაკაცი ამომრჩეველი მიემხრო და 45 წლამდე ასაკის პირები, ვიდრე ეს ოთხი წლის წინ იყო. მას ჰქონდა ასევე მხარდაჭერა საკმარისი რაოდენობით ქალ ამომრჩეველს შორის, დიდი ქალაქების გარეუბნებში. ეროვნული გამოკითხვებით ტრამპს ჰქონდა 51%-დან 47%-ის უპირატესობა გარეუბნის (რაც უფრო მაღალი შემოსავალის ამომრჩეველს გულისმხობს) თეთრკანიან ქალებს შორის.
ფერადკანიანი ამომრჩევლების მხარდაჭერა
ტრამპის კამპანიამ დიდი ყურადღება დაუთმო შავკანიანი და ლათინო ამომრჩევლების დემოკრატიული პარტიიდან გადაბირებას – და ჩანს, რომ ეს გამართლდა. ჩრდილოეთ კაროლინაში გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპმა შავკანიანი ამომრჩევლების მხარდაჭერა 5%-დან 12%-მდე გაზარდა 2020 წელთან შედარებით. შავკანიან მამაკაცებში მან მიიღო 20%-იანი მხარდაჭერა.
ასევე ნახეთ: სენატში რესპუბლიკელები ლიდერობენ, წარმომადგენელთა პალატისთვის ბრძოლა ჯერ ისევ გრძელდებაEdison-ის ეროვნული გამოკითხვამ აჩვენა, რომ ლათინო მამაკაც ამომრჩევლებში ტრამპის მხარდაჭერა 18 პროცენტული პუნქტით გაიზარდა ოთხი წლის წინანდელთან შედარებით. ნევადაში ლათინო ამომრჩევლებში მისი მხარდაჭერა 11 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო არიზონაში 4%-ით. მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს ისეთივე ან უკეთესი შედეგი, როგორიც რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 20 წლის წინ, როცა მან ლათინო ამომრჩევლების 44% მიიღო.
გენდერული განსხვავება
ჰარისის კამპანია ცდილობდა მაქსიმალურად გამოეყენებინა ამომრჩეველთა შორის არსებული გენდერული განსხვავება იმ იმედით, რომ მეტი ქალი ამომრჩეველი მას დაუჭერდა მხარს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აბორტის უფლებები. თუმცა, ტრამპმა შეძლო თეთრკანიანი ქალების მხარდაჭერის შენარჩუნება, განსაკუთრებით გარეუბნებში. შავკანიანი ქალები მასიურად უჭერდნენ მხარს ჰარისს. პენსილვანიაში ტრამპი დაახლოებით ისეთივე მხარდაჭერას ინარჩუნებდა თეთრკანიან ქალებში, როგორც 2020 წელს და იგივე ტენდენცია დაფიქსირდა ჯორჯიაშიც.
ასევე ნახეთ: მსოფლიო ლიდერები ტრამპს გამარჯვებას ულოცავენთავის მხრივ, ტრამპის კამპანიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მამაკაც ამომრჩევლების, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცების მოზიდვას სოციალური მედიის, სპორტის, პოდკასტებისა და ონლაინ თამაშების გამოყენებით. ეროვნული გამოკითხვების მიხედვით, ჰარისს ქალთა მხარდაჭერის 54% ჰქონდა, რაც ნაკლებია 2020 წელთან შედარებით, როდესაც ბაიდენს 57%-მა დაუჭირა მხარი.
ასაკობრივი სხვაობა
ეროვნული გამოკითხვების მიხედვით, ტრამპს მცირე უპირატესობა ჰქონდა 18-44 წლის მამაკაცებში, ხოლო მტკიცედ ლიდერობდა 45 წელს გადაცილებულ მამაკაცებში. მიჩიგანსა და ვისკონსინში ტრამპმა 45 წელს ქვემოთ ასაკის ამომრჩევლებში 5%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო ნევადაში – 6%-იანი ზრდა. ახალი ამომრჩევლების მცირე ჯგუფში, რომლებიც პირველად მონაწილეობდნენ არჩევნებში, ტრამპს ჰარისზე 9 პროცენტული პუნქტით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.
ამავდროულად, ტრამპს, როგორც ჩანს, უჭირდა ხანდაზმული ამომრჩევლების მხარდაჭერის შენარჩუნება. ვისკონსინში მისი მხარდაჭერა 65 წელს გადაცილებულებში 11%-ით დაეცა 2020 წელთან შედარებით, ხოლო მიჩიგანში – 6%-ით. 2020 წელს ტრამპმა ბაიდენზე 3%-ით მეტი ხმა მიიღო 65 წელს გადაცილებულებში, მაგრამ Edison-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2024 წელს ჰარისი და ტრამპი ამ ასაკობრივ ჯგუფში პრაქტიკულად თანაბრად იყვნენ.