ჯიმი კარტერი 100 წლის გახდა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 100 წლის გახდა. ირანის მძევალთა კრიზისი, მზარდი ინფლაცია, ემბარგო ნავთობზე - ეს პრობლემები 70-იანი წლების ამერიკაში კარტერის პრეზიდენტობის მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო და ის ისტორიაში იმ პრეზიდენტების სიაში იკავებს ადგილს, ვინც პოსტზე მხოლოდ ერთხელ აირჩიეს. თუმცა, ყოფილი ფერმერის, ჯორჯიის შტატის გუბერნატორისა და ნობელის პრემიის ლაურეატი პრეზიდენტის შეფასებები განსხვავებულია. ამერიკის 39-ე პრეზიდენტი შეერთებული შტატების ცოცხალ პრეზიდენტთა შორის ყველაზე მხცოვანია, ამასთან უკვე არის პრეზიდენტი, რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა.

ისტორიკოსთა და ავტორთა ნაწილი მისი ლიდეორბის 4 წელს კრახად აფასებს, ნაწილი კი - პირიქით.

"ოვალურ ოფისში ყოფნისას, ის პოლიტიკური კრახი იყო. ის ძალიან დიდი განსხვავებით დამარცხდა რონალდ რეიგანთან, მაგრამ არსისა და ხედვის თვალსაზრისიღ, ის წარმატებული იყო", - ამბობს ავტორი ჯონათან ატლერი, რომელიც აღნიშნავს, რომ ბევრი კარტერს ახლა სწორედ იმ ჰუმანიტარული ცენტრის მეშვეობით იცნობს და პატივს სცემს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სამშვიდობო პროცესს უწყობს ხელს და დაავადებებს ებრძვის. ჯიმი კარტერმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 2002 წელს მოიპოვა.

"მან შესანიშნავი სამუშაო გასწია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში არჩევნებზე სადამკვირვებლო ძალისხმევით. თუმცა, ყოფილი პრეზიდენტების მიღწევათა დიდი ნაწილი, ატლერის აზრით, უგულებელყოფილი ან სათანადოდ არ იყო დაფასებული. ატლერი კარტერის შესახებ ბიოგრაფიული წიგნის ავტორია და ამბობს, რომ კარტერის თეთრი სახლი მარცხი ნამდვილად არ ყოფილა. ამის მაგალითად ის ჩინეთთან ურთიერთობების გახსნას და სხვა არაერთ საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას ასახელებს, რომლებიც მისი აზრით, ბარაკ ობამასა და ბილ კლინტონის მიღწევებსაც კი აღემატებოდა.

"ამბავი, რომელსაც ჩემს წიგნში ვყვები, გასაოცარია. ესაა ადამიანზე, რომელიც ძალიან ბევრს შრომობდა ისე, რომ ეს მართლაც ნაყოფიერი იყო", ამბობს ის.

"ვფიქრობ, პრეზიდენტი კარტერი დაგვამახსოვრდება, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ამ პოსტზე იმსახურა ძალიან რთულ დროს, რომლის წინაშეც იყო ისეთი გარემოებები, რომლებიც მის კონტროლს მიღმა იყო", - ამბობს ემორის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოზეფ კრესპინო.

გასულ წელს 96 წლის ასაკში, ჯორჯიის ქალაქ პლეინსში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა მისი მეუღლე როზალინ კარტერი. კარტერებმა ერთად 77 წელი გაატარეს. მათ ჰყავთ შვილები, ჯეკი, ჩიპი, ჯეფი და ემი; 11 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი.