ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, გაერთიანებულ სამეფოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მზარდი საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. კირ სტარმერი მთელი ევროპის მასშტაბიათ, პროგრესულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, გამოწვევის დასაძლევად ერთად იმუშაონ.
ბრიტანეთში იმიგრანტების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა მიმდინარე თვის დასაწყისში აგორდა. ბავშვთა ცეკვის კლასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი თავშესაფრის მაძიებელი მუსლიმი იყო.
ასევე ნახეთ: სტარმერი და შოლცი ბრიტანეთ-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებაზე თანხმდებიანგერმანიაში ვიზიტისას სიტყვით გამოსვლისას, სტარმერმა განაცხადა, რომ პოპულიზმი დამარცხდება მაშინ, როცა ხალხი თავს უკეთ იგრძნობს და პირობა დადო, რომ მისი პრემიერობის პირველი ვადის დასრულებამდე, ბრიტანეთში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება.
”ჩვენ, ბრიტანეთში, მზად უნდა ვიყოთ ულტრამემარჯვენეების, პოპულიზმისა და ნაციონალიზმის გამოწვევისთვის შეშფოთების მრავალი მიზეზი არსებობს, ნაწილობრივ ის, რაც ხდება დიდ ბრიტანეთში, ნაწილობრივ ის, რაც შეგიძლიათ ნახოთ ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.