რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და საქართველოში ოკუპაციასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაში, გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელჩი ფრანჩესკა გატი, ასევე დანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, იაპონიის, სლოვენიის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ასევე ნახეთ: აგვისტოს ომის გმირების მამა: „რუსეთი ჩემი და საქართველოს მტერია!“„2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია, მისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქტიტექტურის მიმართ. როგორც ვხედავთ, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით, რუსეთის ფედერაციამ ეს გზა გააგრძელა. ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფრანჩესკა გატიმ, უშიშროების საბჭოს წევრების, - საფრანგეთის, იაპონიის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოსა და მალტის, ასევე საბერძნეთისა და დანიის სახელით.
მან განგრძობით ოკუპაციაზე და მისი შეწყვეტის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ გაშფოთებს რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განგრძობითი უხეში დარღვევა. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და უწყვეტ უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას. ეს რეგიონები, საქართველოს განუყოფელი ნაწილია“ - განაცხადა გატიმ.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის, ორივე რეგიონის პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ჩართვით. ასევე, ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით. დიპლომატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ აწყობს ე.წ. არჩევნებს, მათ შორის, რუსეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო ე.წ. არჩევნებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შემქნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას“, - განაცხადა გატიმ.
Your browser doesn’t support HTML5
მალტელმა დიპლომატმა, ოკუპირებულ რეგიონებში ქართული კულტურილი მემკვიდრეობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე, ასევე, საოკუპაციო ხაზთან უკანონო დაკავების, გატაცებისა და მკვლელობების შემთხვევებზეც ვრცლად ისაუბრა: „ჩვენ ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას“, - განაცხადა გატმა.
გაეროს უშიშროების საბჭოს ზემოდხსენებული წევრები, მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის აქტის საფუძველზე. ასევე აღვნიშნავთ რუსეთის მიერ დღეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის კონტექსტს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი თავისი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, - განაცხადა გატიმ, რომელმაც უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოების სახელით, რუსეთს ასევე მოუწოდა, უკან წაიიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
ასევე ნახეთ: ერთი პედაგოგის ისტორია, რომელიც რუსებმა 2008 წელს ჩაცხრილესგაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი მისიის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ელჩი დმიტრი პოლიანსკის საპასუხო განცხადება, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ უნდა გაეკეთებინა. თუმცა, მან თავის კოლეგებს დაასწრო და რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, მეტწილად, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებებზე დაყრდნობით ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთს ყოველწლიურად აკვირვებს დასავლეთის ქვეყნების სურვილი, განიხილონ „სააკაშვილის მიერ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საკითხი“.
„და თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს, რომლებიც მჟღავნდება და საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ეს უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ ქცევას“, - თქვა რუსმა დიპლომატმა.
„მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მე უბრალოდ, თქვენი ნებართვით, წავიკითხავ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებიდან პირდაპირ ციტატას: ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას. მაგრამ, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ გარედან ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი ჩვენი საზოგადოებისთვის, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ - უბრალოდ, შეეცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები, მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა“, - განაცხადა გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი მისიის საქმეთა დროიებითმა რწმუნებულმა, ელჩმა დმიტრი პოლიანსკიმ.
ასევე ნახეთ: საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას