პესკოვი: გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა “უპასუხოდ არ დარჩება”

რუსეთი გულდასმით განიხილავს, თუ როგორ უპასუხოს ევროკავშირის მიერ, უკრაინისთვის 1,5 მილიარდი ევროს გადაცემას, რომელიც აღებულია გაყინული რუსული აქტივებიდან, განაცხადა პარასკევს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ასევე ნახეთ: უკრაინამ, 38-დან, 25 რუსული დრონი ჩამოაგდო

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ადრე განაცხადა, რომ "უკრაინის თავდაცვისა და აღდგენისთვის", ევროკავშირი კიევს თანხებს პარასკევს გადასცემს.

ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში პესკოვმა თქვა, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი “უკანონოა” და რომ რუსეთის საპასუხოდ “გააზრებულად იმოქმედებს”.

“ევროკომისიის ასეთი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება”, - თქვა კრემლის სპიკერმა.

კრემლი არაერთხელ დაიმუქრა, გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებასთან დაკავშირებით.