ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, ხუთშაბათს, 25 ივლისს, ზეწოლა მოახდინა ისრაელის პრემიერ-მინისტრზე, ბენიამინ ნეთანიაჰუზე, რათა მოლაპარაკება დაიწყოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეამსუბუქებდა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას. ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე, მისი ტონი უფრო მკაცრი იყო, ვიდრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის.
„დროა ეს ომი დასრულდეს“, - თქვა ჰარისმა სატელევიზიო განცხადებაში მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვაჰარისმა, დემოკრატიული პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, ვრცლად ისაუბრა ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისსზე.
„ჩვენ არ შეგვიძლია, ტანჯვის მიმართ გულგრილები ვიყოთ და მე არ გავჩუმდები“, - თქვა ჰარისმა.
მიმომხილველთა შეფასებით, ჰარისის შენიშვნები იყო მკვეთრი, საუბრობდა სერიოზული ტონით და აჩენდა კითხვებს იმის შესახებ, იქნებოდა თუ არა ის უფრო აგრესიული ნეთანიაჰუსთან ურთიერთობაში, თუ იგი 5 ნოემბერს, პრეზიდენტად აირჩიეს. თუმცა, ანალიტიკოსები, ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის უახლოეს მოკავშირე ისრაელის მიმართ, ამერიკის პოლიტიკაში დიდ ცვლილებას არ ელიან.
ღაზაში ომი, ოქტომბრის დასაწყისში, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით დაიწყო, რომელმაც 1 200 ადამიანი იმსხვერპლა, 250 ადამიანი კი დაატყვევეს, რომელთაგან 120, ამ დრომდე, ტყვეობაში რჩება. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მძევალთაგან ყოველი მესამე მკვდარია. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების კამპანიას, 39 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისამდე, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თეთრ სახლში, პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდა. ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.
ეს ორ ლიდერს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც გასული წლის 7 ნოემბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, ნეთანიაჰუს შეხვდა და ამერიკის მხარდაჭერა აღუთქვა.
ნეთანიაჰუ დღეს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს ფლორიდაში, მის რეზიდენციაში შეხვდება.
დაყოფილი პარტია
ღაზის კონფლიქტმა დემოკრატიული პარტია ერთვარად გაყო და თვეების განმავლობაში, ბაიდენის ღონისძიებებზე პროტესტი გამოიწვია. არაბ ამერიკელთა მხარდაჭერის შემცირებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს დემოკრატების შანსებს მიჩიგანში, ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან შტატში, რომელიც გადაწყვეტს 5 ნოემბრის არჩევნების შედეგებს.
ამ შეშფოთების გამო, ჰარისმა მოუწოდა ამერიკელებს დაეხმარონ „წაახალისონ ძალისხმევა რეგიონის სირთულის, ნიუანსისა და ისტორიის გასაგებად“.
ასევე ნახეთ: ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესს ათასობით დემონსტრანტის პროტესტის ფონზე მიმართა”ყველას, ვინც ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და ყველას, ვინც მშვიდობისკენ ისწრაფვის, მე გხედავთ და გისმენთ”, - თქვა მან. „მოდით დავდოთ შეთანხმება, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და დავასრულოთ ომი“.
ჰარისი უფრო მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს პროგრესულ დემოკრატებთან, რომელთაგან ზოგიერთმა მოუწოდა ბაიდენს, დააყენოს პირობები ამერიკის მიერ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ, ღაზის სექტორში პალესტინელების დიდი მსხვერპლის გამო.
ამერიკა ისრაელისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი და გაეროში მისი ინტერესების მთავარი დამცველია.
გუშინვე, ბაიდენი და ნეთანიაჰუ შეხვდნენ ჰამასის მიერ დატყვევებული ამერიკელების ოჯახების წევრებს, რომლებმაც იმედი გამოთქვეს ცეცხლის შეწყვეტის, მათ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ.