უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ღამის განმავლობაში რუსულმა საჰაერო თავდასხმამ, უკრაინის ჩრდილოეთ სუმის რეგიონში ენერგო ობიექტი დააზიანა. 50,400 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ რუსეთის მიერ გაშვებული რვა დრონიდან შვიდი გაანადგურა.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა X-69 ფრთოსანი რაკეტაც გაუშვა და იქვე დაამატა, რომ საჰაერო ძალების კონტრ-ღონისძიებების შედეგად რაკეტამ „სამიზნეს ვერ მიაღწია“.
ენერგეტიკის სამინისტროს, რომელმაც ენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, არ დაუზუსტებია თუ ობიექტი რომელი იარაღით დააზიანეს. სამინისტროს „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, ამ დროისთვის ენერგიის მიწოდება 24,500 აბონენტისთვის აღადგინეს.
ასევე ნახეთ: უკრაინა ამბობს, რომ დამატებითი ანტისაჰაერო დაცვის გარეშე, ზამთრისთვის საკმარისი ენერგია არ ექნებარეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთმა გაზაფხულზე განაახლა შორი რადიუსის დარტყმები უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე. მისი სამიზნე თბოელექტროსადგურები, ჰესები და ასევე გაზის შესანახი ობიექტებია.
უკრაინის განცხადებით, ასეთმა დარტყმებმა ქვეყანაში 9 გიგავატი ენერგიის გენერაციის შესაძლებლობა გაანადგურა, რაც ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვების მიზეზი გახდა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე აისახა.