საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, მიგრანტთა საზოგადოებებს იკვლევდნენ. კვლევის მიზანი, ISIS-K ჯგუფის მებრძოლებისან, ოლიმპიადის დროს უსაფღხოების დაცვაა.
ჟერალდ დარმანენმა, გამოეცმა Le Parisien-ისთვის მიცემულ უნტერვიუში თქვა, რომ ISIS-K “უდავოდ ყველაზე საშიში მოძრაობა“ იყო, თუმცა რაიმე კონკრეტული საფრთხე არ გამოვლენილა.
ასევე ნახეთ: რუსებსა და ბელარუსებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ჯაშუშობის რისკის გამო ვიზები არ მისცესISIS-K, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ფრთაა, რომლის სახელი ისტორიული ხორასანის რეგიონიდან მოდის, რომელიც მოიცავდა ირანის, ავღანეთისა და ცენტრალური აზიის ნაწილებს.
საფრთხესთან გასამკლავებლად, დარმანენის თქმით, უსაფრთხოების სამსახურები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, 10 სხვადასხვა ეროვნების ადამიანს.
Reuters-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის უშიშროების სამსახურები ჩქარობდნენ უფრო ღრმა კავშირების დამყარებას ტაჯიკებთან, ცენტრალურ აზიელებთან და საფრანგეთში მცხოვრებ სხვა პირებთან, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან.
ტაჯიკებმა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ცენტრალური აზიიიდან, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ, „როიტერს“ განუცხადეს, რომ მიიღეს სატელეფონო ზარები ან დაუკავშირდნენ პოლიციის სხვა ოფიციალური პირები და მათი თემების შესახებ ინფორმაცია მოთხოვეს. საფრანგეთის სამართალდამცავი უწყებების ქმედებებს წინ უძღოდა მოსკოვსა და ირანში განხორციელებული თავდასხმები, რომელთა უკან, ადგილობრივი ხელისუფლებების მტკიცებით, ISIS-K-ის ტაჯიკი მებრძოლები იდგნენ.
დარმანენმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების სხვა ზომების შესახებ, რომლებიც სამართალდამცავება პარიზის ოლიმპიადის გახსნისთვის მიიღეს.
"ცერემონიის მარშრუტზე, სენას გასწვრივ, შენობების ყველა სარდაფი შევამოწმეთ. შემოწმდა კატაკომბებიც ", - თქვა მან.
მისი თქმით, ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, გეგმის მიხედვით წარიმართება და მას, მთელ მსოფლიოში, 2-3 მილიარდი ადამიანი ნახავს.