4 ივლისს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გაუგრძელა ფრანგ მკვლევარს, რომელიც ივნისში დააკავეს. რუსმა გამომძიებლებმა თქვეს, რომ ერთი დღით ადრე მან თავი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა.
48 წლის ფრანგ ლორენ ვინატიეს, სავარაუდო ჯაშუშობისთვის და „უცხოეთის აგენტად“ შეგნებულად არდარეგისტრირების გამო, წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად 7 ივნისს მიუსაჯეს.
ვინატიე ჟენევაში არსებულ „ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრში“ მრჩევლად მუშაობს. ეს არის კონფლიქტების მოგვარების არაკომერციული ორგანიზაცია და ამ ჯგუფის თანახმად, ვინატიე „სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში რეგულარულად მოგზაურობს.
ასევე ნახეთ: "უცხოეთის აგენტი" მოქმედებაში - ავტორიტეტული რუსული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია დაიხურაცენტრი ამბობს, რომ „ყველა შესაძლო ქმედებას მიმართავს რათა დაეხმაროს“ და ვინატიესთვის ადვოკატი აიყვანოს.
რადიო „ფრანს ინტერნეშენელ“ იუწყებოდა, რომ „ჰუმანიტარულმა დიალოგმა“ აღიარა ფაქტი, რომ ვინატიე „უცხოეთის აგენტად“ არ დარეგისტრირდა, რადგან ასეთი ვალდებულების შესახებ არაფერი იცოდა.
რუსეთი დიდი ხანია იყენებს „უცხოეთის აგენტის“ კანონს, რათა ციხეში გაუშვას ადგილობრივი და უცხოელი, მისი შეხედულებით, მტრები და კრიტიკოსები, მაგრამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამ და სხვა ბრალდებებით დასავლეთის მოქალაქეების დაკავებები გაახშირა.
„უცხოეთის აგენტის“ ბრალდებით სასჯელი შესაძლოა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა გახდეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ვინატიეს მიერ შეგროვებული ინფორმაცია „შესაძლოა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოყენებულიყო“.