უკრაინამ 22 რუსული დრონიდან, 21 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის 22 „შაჰედის“ ტიპის დრონიდან, 21 ჩამოაგდო.

რუსეთის მიერ უკრაინაზე გასული ღამის თავდასხმისას, უკრაინის საჰაერო ძალებმა დრონები ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში ჩამოაგდო.

უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონის, ჩერნიჰივის გუბერნატორმა დამატებითი დეტალების განმარტების გარეშე განაცხადა, რომ ერთ-ერთი დრონი, მის რეგიონში არსებულ ობიექტს დაეჯახა. მისივე თქმით, ხუთშაბათს, 4 ივლისის დილის მდგომარეობით, რეგიონში 5 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

დნიპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ მის რეგიონში, საჰაერო თავდაცვამ ორი დრონი ჩამოაგდო.