ხუთშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო დაქვეითებაზე ფიქრობს, რაც უკრაინის ომში შეერთებული შტატების და მოკავშირეების გაღრმავებული ჩართულობით არის განპირობებული. თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
„დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაქვეითების საკითხი სტანდარტული პრაქტიკაა ქვეყნებისთვის, რომლებიც არამეგობრული ან მტრული გამოვლინებების წინაშე დგანან“, უთხრა კრემლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე კითხვა დაუსვეს.
ასევე ნახეთ: კრემლი ამბობს, რომ აშშ-ის ახალი დახმარება, უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლისპესკოვმა თქვა, „უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში დასავლეთის მზარდი ჩართულობის გამო, რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია უკრაინის კრიზისში დასავლეთის ჩარევის საპასუხოდ სხვადასხვა ვარიანტები არ განიხილოს“.
მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და რუსეთი დასავლეთისთვის პასუხის გასაცემად სხვადასხვა გზებს განიხილავს.