დასავლეთი ე.წ. „რუსული კანონის“ უკან არ გაწვევის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ლიდერებს სანქციებით ემუქრება, საპასუხოდ, „ოცნება“ პარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს ივანიშვილს? რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ე.წ. „რუსული კანონის“ გატანით სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის ჩახშობა? და რა რესურსი აქვთ კანონის მოწინააღმდეგეებს?! ამ თემებზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთოების საკითხთა მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა:
შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუბიკონი გადალახა, დასავლეთის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ე.წ. „რუსული კანონი“ „ოცნების“ უმრავლესობამ მაინც მიიღო, ახლა რჩება ვეტოს დაძლევა, რაც პრობლემას არ წარმოადგენს, პარალელურად ჩვენ ვხედავთ, სასტიკ ძალადობას და დაშინებას, შსს-ს და „ოცნების“ პარტიული ზონდერ ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე, სტუდენტებზე, აქტივისტებზე, მათი ოჯახის წევრებზე, რომ საპროტესტო მუხტი როგორმე ჩაახშონ. რისი იმედი აქვს ივანიშვილს?
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც საკმაოდ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი, აქვს ადამიანური რესურსიც. კი, ამ ამბების ფონზე, „ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ხელისუფლებას მხარდამჭერების მობილიზაციის რესურსი, ძალით თუ მოსყიდვით, მაინც გააჩნია.
აქვს სადამსჯელო რესურსიც, ეს არის შსს-ს ის დანაყოფები, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენება. და, ეს არაფორმალური ზონდერ ჯგუფები, რომლებიც დაშინებასა და თავდასხმებში მონაწილეობენ.
ივანიშვილს აქვს პროპაგანადის რესურსიც. ეს რესურსები ხელისუფლებას გააჩნია და ამავე დროს, „ოცნებას“ აქვს გეგმა. მათი ლოკალური ამოცანაა, რომ რუსული კანონი ძალაში უნდა შევიდეს და აქვთ, ამ ამოცანის განხორციელების გეგმაც.
ანუ ივანიშვილის გეგმის მთავარი არსი ყველა ოპონენტის გამოფიტვა, დაშინება, დასჯაა?
„ოცნება“ ზუსტად იმ სქემით მოქმედებს, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ რუსეთში იყენებდნენ. საპროტესტო აქციის დროს ყველაზე აქტიურ დემონსტრანტებს ან ფიზიკურად უსწორდებიან ან აკავებენ; ნაწილს ფოტოებს უღებენ, იმახსოვრებენ, მომდევნო დღეებში აკითხავენ, ნაწილის დაშინებას ცდილობენ - იქნება ეს მშობლებთან თუ შვილებთან სატელეფონო მუქარა, სამსახურიდან დათხოვნა, ოჯახის წევრებზე ზეწოლა და ა.შ. ამ ყველაფერმა, დროში გახანძლივებულად, რუსეთში ძალიან კარგად იმუშავა
დიახ, ივანიშვილმა მის მიერ დაფინანსებულ 29 აპრილის მიტინგზე, პირდაპირ თქვა, რომ ჩემი მოწინააღმდეგეები ახლა ენერგიას ხარჯავენ, ოქტომბრამდე გადაიღლებიან და გამოიფიტებიანო. რაში მდგომარეობს გამოფიტვა? „ოცნება“ ზუსტად იმ სქემით მოქმედებს, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ რუსეთში იყენებდნენ.
საპროტესტო აქციის დროს ყველაზე აქტიურ დემონსტრანტებს ან ფიზიკურად უსწორდებიან ან აკავებენ; ნაწილს ფოტოებს უღებენ, იმახსოვრებენ, მომდევნო დღეებში აკითხავენ, ასევე აკავებენ ან უსწორდებიან;
ნაწილის დაშინებას ცდილობენ - იქნება ეს მშობლებთან თუ შვილებთან სატელეფონო მუქარა, სამსახურიდან დათხოვნა, ოჯახის წევრებზე ზეწოლა და ა.შ ამ ყველაფერმა, დროში გახანძლივებულად, რუსეთში ძალიან კარგად იმუშავა.
ასე გამოიფიტა რუსეთში საპროტესტო მუხტი. შეიძლება, გავიხსენოთ 2011-13 წლებში, მასობრივ გამოსვლები მოსკოვში, ბალოტნაიაზე, რომელსაც პუტინმა სწორედ მასობრივი დაჭერებით, დაშინებით უპასუხა, საბოლოო ეს საპროტესტო მუხტი გამოიფიტა და ჩაქრა.
ამას ემატება გადაღლაც, რაც ერთის მხრივ იმის შედეგია, რომ კონკრეტულ დროში შედეგი არ დგება. მეორეს მხრივ, ეს ასევე შეიძლება იყოს, საპროტესტო აქციების მართვის დროს, ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომების შედეგი.
ორივე ასეთ შემთხვევაში, ეს პროტესტის მონაწილეების იმედგაცრუებას იწვევს. აი, ამის იმედი აქვს ივანიშვილს, ამ რესურსების რაც ჩამოვთვალე და ამ რესურსებით, დასახული ამოცანის შესრულების.
როგორია გეოპოლიტიკური კონტექსტი? ვისი მხარდაჭერით სარგებლობს ამჟამად ივანიშვილი, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის განადგურების გეგმის დროს? ეს არის რუსეთი, ჩინეთი, უნგრეთი თუ ყველა ერთად ?
რახან გეოპოლიტიკური კონტექსტი გვაინტერესებს, საერთო სურათის დასანახად, როგორც მინიმუმ უნდა შევხედოთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ფართო კონტექსტზეც შეიძლება საუბარი, რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში, სადაც ასევე მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება, თუმცა, მაინც ჩვენი სამეზობლოდან დავიწყებ.
გეოპოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით, რუსეთს სადაც შესუსტებული აქვს პოზიციები, იქ ცდილობს ამ პოზიციების ასე ვთქვათ, აღდგენას და სადაც მყარი პოზიციები აქვს, იქ გამყარებას ცდილობს. ჩვენთან რუსეთს აქვს მყარი პოზიციები, იმის გამოისობით, რომ „ოცნება“ ახორციელებს, პრორუსულს კია არა, რუსეთის პოლიტიკას საქართველოში. ჩვენს შემთხვევაში ხდება ამ მყარი პოზიციების კიდევ უფრო გამყარება, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიულ და კრიტიკულ აზრს ჩაახშობენ
სომხეთში ვხედავთ, რომ ძალიან გააქტიურებულები არიან პრორუსული ძალები, პრემიერ ფაშინიანის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ბოლო პერიოდში, აშკარად გამოკვეთა, დასავლეთთან, კერძოდ ევროკავშირთან დაახლოების კურსი. პრაქტიკულად ღია გეგმაა მოსკოვიდან მხარდაჭერილი, რომ ფაშინიანი ხელისუფლებას ჩამოაშორონ.
აზერბაიჯანს ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკა არ აქვს, იქ მყარად ფლობს ძალაუფლებას ალიევის ხელისუფლება და ისეთ პოლიტიკას, რასაც ახლა სომხეთში ახორციელებს, რუსეთი იქ ვერ გაატარებს. თუმცა, მოსკოვს აზერბაიჯანის მიმართ ინტერესი დაკარგული არ აქვს. რუსეთი ყველანაირად ცდილობს „დაიბას“ აზერბაიჯანი. ამ მიზნით, აზერბაიჯანის მონაწილეობით ხორციელდება „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დამაკავშირებელი სატრასპორტო დერეფნის პროექტი, რომელიც სანქტ-პეტერბურგს აზერბაიჯანი-ირანის გავლით, ინდოეთთან დააკავშირებს.
ძალიან გაზრდილია ვაჭრობა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, მათ შორის გაზის და ნავთობის სფეროში, მაგალითად, შარშან, როცა რუსეთს შეექმნა საწვავის კრიზისი, პირიქით, აზერბაიჯანმა მიაწოდა ბენზინი.
რუსეთიდან აზერბაიჯანისთვის მიწოდებული გაზი, ბაქოს საშუალებას აძლებს ევროკავშირში საკუთარი გაზის ექსპორტი გაზარდოს. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ამ გზით, შესაძლოა, ევროკავშირის ბაზარზე, რუსული გაზიც კი მოხვდეს, როგორც „აზერბაიჯანული“.
ამავე დროს, საკმაოდ ბევრი რუსული კომპანია მუშაობს ამჟამად აზერბაიჯანში და მათი რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. დაგეგმილია ძალიან მსხვილი რუსული კომპანიების გადატანა ბაქოში, მათ შორის, მაგალითად ავტომობილების წარმოების.
ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? რუსეთი მოგეხსენებათ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ ანუ ის ომისთვის საჭირო მარაგ-ნაწილებს თუ სხვა პროდუქციას, ღებულობს, ან იმ ქვეყნებისგან, რომლებიც სანქციებს არ არიან მიერთებულნი ან სანქციების გვერდის ავლით. აზერბაიჯანში ასეთი წარმოებების გადატანის შემთხვევაში, მოსკოვს ეს პრობლემა მოეხსნება. მთავარი სტრატეგია აზერბაიჯანთან მიმართებით არის საერთო ინტერესების მონახვა და საერთო ინტერესების მეშვეობით, რაც შეიძლება მჭიდროდ აზერბაიჯანის რუსეთთან მიბმა.
რაც შეეხება მოლდოვას, იქ როგორც ჩვენთან, ოქტომბერში არის დაგეგმილი, როგორც საპარლამენტო არჩევნები, ისე რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ არჩევნების წინ, ჩვენ ღიად ვხედავთ, რომ მოლდოვის პრორუსული პარტიები მოსკოვში შეიკრიბნენ და იქ ღიად ხდება მათი ინსტრუქტაჟი, დაფინანსება და მობილიზაცია.
მოლდოვას დნესტრისპირეთის გარდა, კიდევ აქვს ერთი პრობლემური ავტონომიური მხარე გაგაუზია და აქაც ვხედავთ, გაგაუზიის ხელისუფლების წაქეზებას, გააქტიურებას, რუსეთის მიერ, მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.
Your browser doesn’t support HTML5
საბოლოო ჯამში, გეოპოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც რუსეთს შესუსტებული აქვს პოზიციები, იქ ცდილობს ამ პოზიციების ასე ვთქვათ, აღდგენას. და, სადაც მყარი პოზიციები აქვს, იქ გამყარებას ცდილობს. ჩვენთან რუსეთს აქვს მყარი პოზიციები, იმის გამოისობით, რომ „ოცნება“ ახორციელებს, პრორუსულს კია არა, რუსეთის პოლიტიკას საქართველოში. ჩვენს შემთხვევაში ხდება, ამ მყარი პოზიციების კიდევ უფრო გამყარება, რაც საბოლოოდ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიულ და კრიტიკულ აზრს ჩაახშობენ.
შესაბამისად, ამით აიხსნება, რომ სასამართლოს და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების შემდეგ, ივანიშვილმა გენერალური იერიში სწორედ არასამთავრობო სექტორსა და კრიტიკულ მედიაზე მიიტანა, რომლებსაც ვერ აკონტროლებს.
დიახ. ჩვენ 2022 წლის დასაწყისიდან გვესმის ანტიდასავლური პროპაგაგანდა, რომელშიც ხელისუფლების მთელი პროპაგანდისტული მანქანაა ჩართული და თვითონ „ოცნების“ ლიდერშიფიც. საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პროპაგანდამ არ იმუშავა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რა შემთხვევაში შეიძლება იმუშაოს ანტიდასავლურმა და პრორუსულმა პროპაგანდამ? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაიხშობა ის საშუალებები, რომლებიც საზოგადოებას აწვდიან ალტერნატიულ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე და აფასებენ რუსეთის როლს... რა არის ეს ალტერნატიული წყაროები? ეს არის კრიტიკული მედია და არასამთავრობო სექტორი. მედია, რომელიც ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება
რა შემთხვევაში შეიძლება იმუშაოს ანტიდასავლურმა და პრორუსულმა პროპაგანდამ? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაიხშობა ის საშუალებები, რომლებიც საზოგადოებას აწვდიან ალტერნატიულ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე და აფასებენ რუსეთის როლს, ისე როგორც უნდა შეფასდეს, ჩვენთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში და საერთოდ ყველასთან მიმართებით.
რა არის ეს ალტერნატიული წყაროები? ეს არის კრიტიკული მედია და არასამთავრობო სექტორი. მედია, რომელიც ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება. სწორედ ეს მიზანი აქვს ამ კანონს, რომელსაც რაც გინდა ის დაარქვან, თუ იქ სადამსჯელო მექანიზმი დარჩება ანუ არადექვატურად მაღალი დაჯარიმების მექანიზმი, ის სწორედ სადამსჯელოა.
თან მაშინ, როცა თავად კანონში არ არის გამოკვეთილი ის კრიტერიუმები, რის გამოც უნდა დააჯარიმონ ეს ორგანიზაციები. კანონში ეს ზოგადად არის გაწერილი და ნათქვამია, რომ შემდეგ, კრიტერიუმებს იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს. ბუნებრივია, ეს იმისთვის კეთდება, რომ იუსტიციის სამინისტრომ შარი მოსდოს ნებისმიერ, მისთვის არასასურველ ორგანიზაციას და დააჯარიმოს. რუსეთში ზუსტად ანალოგიური მიდგომა იყო.
შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ რუსეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დევნა როგორ დაიწყო. ისინი ინტერვიუებში ამბობდნენ, რომ "დამაჯარიმეს პირველად, თითქოს რაღაცა არასწორად მქონდა შევსებული, გადავიხადე ჯარიმა, დამაჯარიმეს მეორედ, გადავიხადე, წავედი სასამართლოში, ვიჩივლე... მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ დამაჯარიმეს, ყოველ ჯერზე გავასაჩივრე..
აქედან ერთი სასამართლო მოვიგე, დანარჩენი წავაგე, მაგრამ ამაშიც არ არის საქმე, მე პრაქტიკულად ჩემი საქმიანობიდან, გადავერთე საკუთარი თავის დაცვაზე და ამის გამო, ჩემმა ორგანიზაციამ შეწყვიტა ფუნქციონირება."
ამის გარდა, ამ კანონს ბევრი სხვა თანამდევი ეფექტი აქვს, უარყოფითი, რომელიც თუ ამოქმედდა, მაშინვე გამოჩნდება, ამ მძიმე რეალობაში ვიმყოფებით ჩვენ რეალურად...
თქვენ ღიად თქვით, რომ „ოცნება“ რუსულ პოლიტიკას ატარებს. პარალელები რაც მოიტანეთ, იგივე დემონსტრანტებზე ძალადობის, დაშინების, საპროტესტო მუხტის გამოფიტვის, ასევე პუტინისტური რუსეთისას ჰგავს, ისევ როგორც ეს დრაკონული კანონი აგენტების შესახებ. ანუ თქვენ ფიქრობთ, ივანიშვილი მოსკოვიდან იღებს ინსტუქტაჟს?
შეიძლება ვაჭარბებ და ვცდები, ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, ჩემი აზრით, ჩვენ ფაქტიურად, გარე მმართველობა გვაქვს. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საპროტესტო მუხტის საპირისპიროდ, მხოლოდ „ოცნება“ დგას, თავისი გუნდით. ასეთი მოცემულობა რომ გვქონდეს, თავისი ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, ბუნებრივია ასეთი სირთულის წინაშე არ ვიდგებოდით.
შეიძლება ვაჭარბებ და ვცდები, ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, ჩემი აზრით, ჩვენ ფაქტიურად, გარე მმართველობა გვაქვს
ამას სხვა ფაქტორებიც მაფიქრებინებს, ერთი ის, რომ არჩევნების წინ, ამ კანონის შემობრუნება, რომელიც შარშან, დიდი პროტესტის შედეგად გაიტანეს და სიტყვა დადეს, რომ არ მიუბრუნდებოდნენ, აბსოლუტურად ალოგიკურად მეჩვენება.
მეორე, ის არის, რომ გასული წლისგან განსხვავებით, ხელისუფლება არცერთ ნიშანს არ ავლენს იმისას, რომ რაიმე შემთხვევაში მაინც უკან დაიხევს. ლაპარაკობს „კომპრომისზე“, მაგრამ, ეს არის ჩემი აზრით, საზოგადოების მოსატყუებლად, სერიოზული მზაობა მათი მხრიდან კომპრომისისთვის მე არ შემინიშნავს.
ამიტომ, აქ ჩემთვის აშკარად ჩანს რუსეთის ხელი, მოსკოვს, სამწუხაროდ ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი ასე მწყობრად და თანმიმდევრულად განეხორციელებინა. ამიტომაც, ბიძინა ივანიშვილს და "ოცნებასაც" დიდი სივრცე, საკუთარი გადაწყვეტილებების შესაცვლელად არ აქვთ.
რატომ რეაგირებს დასავლეთი მუდმივად პოსტ-ფაქტუმ რეჟიმში რეგიონში, თუნდაც, საქართველოში? ეს არის იმის ბრალი, რომ დასავლეთს აქ არ აქვს გრძელვადიანი, თანმიმვდევრული პოლიტიკა? თუ, იმის გამო რომ მათ გავლენის ბერკეტები აღარ დარჩათ?
აბსოლუტურად გეთანხმებით შეფასებაში, დასავლეთს ობიექტურად რო ვთქვათ, ბერკეტები შემცირებული აქვს. „ოცნებამ“ მიზანმიმართულად მოშალა ეს ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, იქნება ეს თავდაცვის და უსაფრთხოების, თუ სხვა სფეროები. და, დღეს, ვისაც აქვს ბერკეტი აქ, ეს მოსკოვია, რაც ბუნებრივია ართულებს ჩვენს მდგომარეობას. მაგრამ გარკვეული ბერკეტები მაინც არის დარჩენილი, რომელთა დეტალებში შესვლა ახლა არ მინდა.
მე ვფიქრობ, რომ დასავლეთი, როგორც მისი ქმედებები არის სინქრონიზირებული უკრაინასთან მიმართებაში, უკრაინის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში, ასევე სინქრონიზირებული უნდა იყოს, დასავლეთის ქმედებები საქართველოსთან მიმართებაშიც.
ასევე აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, რომ დასავლეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ, ადგილზე, ხალხმა თუ სწორად არ ვიმოქმედეთ, საერთოდ ვერავინ ვერ გადაგვარჩენს.
დასავლეთიდან ახლა ისმის ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების, ასევე მოძალადე ძალოვნების სანქცირების თაობაზე მესიჯები. ჩვენ ვნახეთ, რომ „ოცნებამ“ მოსამართლეთა კლანის ლიდერების სანქცირება მეტ-ნაკლები წარმატებით გადააგორა, ისე როგორც რუსეთის ჯაშუშის, „ოცნების“ პროკურორის ფარცხალაძის...
პარალელურად, ვხედავთ, რომ ევროკავშირში აშშ-გან განსხვავებით, პერსონალური სანქციების ამოქმედებას 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, რაც პრობლემურია „ოცნების“ მოკავშირე უნგრეთის პოზიციის გამო..უფრო ნაკლები ხმა სჭირდება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას, თუმცა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარე მიხაელ როთმა აღნიშნა, რომ სანქცირებამ ივანიშვილის რეჟიმის ნაცვლად, შეიძლება ქართველი ხალხი დააზიანოსო.. რამდენად ეფექტური იქნება სანქციები, თუ ვაშინგტონში და ბრიუსელში ეს რთული ნაბიჯი მაინც გადადგეს?
სანქციები არის გამოსაყენებელი, მაგრამ რუსეთის მაგალითმაც გვაჩვენა, რომ სანქციების გამოყენებისას, სამწუხაროდ, მოლოდინი უფრო დიდი იყო ვიდრე შედეგი. სანქციები უნდა გამოიყენონ, მაგრამ გონივრულად, ჩემი აზრით, ეს გონივრული გამოყენება იქნება მიზნობრივი სანქციები
სანქციების დაწესების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთი აქ ცდილობს ასე ვთქვათ, საკუთარი მყარი პოზიციების კონსოლიდაციას, რათა ეს ქვეყანა საკუთარი კონტროლის ქვეშ დაიბრუნოს და დასავლეთის გავლენა აქ გააქროს ან მინიმუმამდე შეამციროს.
მოდი ასე ვთქვათ, მასშტაბური სანქციების დაწესება საქართველოს წინააღმდეგ, ამ ამოცანის შესრულებაში რუსეთს ხელს შეუწყობს თუ შეუშლის? მე თუ მკითხვათ, სანციები უნდა დაწესდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს მიზნობრივი სანქციები.
ამ სანქციებმა არ უნდა მისცეს, რუსულ პროპაგანდას და იგივე „ოცნების“ პროპაგანდას, საშუალება რომ საზოგადოება "დაარწმუნონ", რომ დასავლეთის განხორციელებული ქმედებებით, კობახიძე, ივანიშვილი და სხვები კი არ დაზარალდნენ იმდენად, არამედ ძირითადად, ქართული საზოგადოება დაისაჯა ამის გამო.
ეს ბუნებრივია დასავლეთს კარგად არ წარმოაჩენს. ის „ფარდის ჩამოშვება“ რაც რუსეთს უნდა, შესაძლოა უფრო გაადვილდეს ამ შემთხვევაში.
ამიტომ, განვმეორდები, სანქციები არის გამოსაყენებელი, მაგრამ რუსეთის მაგალითმაც გვაჩვენა, რომ სანქციების გამოყენებისას, სამწუხაროდ, მოლოდინი უფრო დიდი იყო, ვიდრე შედეგი. სანქციები უნდა გამოიყენონ, მაგრამ გონივრულად, ჩემი აზრით, ეს გონივრული გამოყენება იქნება ეს მიზნობრივი სანქციები, რაც კონკრეტული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობს.
Your browser doesn’t support HTML5
გასაგებია, რომ ივანიშვილის რეჟიმი რესურსების თვალსაზრისით, პროტესტის მონაწილეებს მნიშვნელოვლად აღემატება, თუმცა, 11 მაისის საპროტესტო აქციამაც აჩვენა, რომ პროტესტი მზარდია, ტერორის, ცემისა თუ დაშინების მიუხედავად რეჟიმის მოწინააღდეგეთა რიგები ივსება, წინააღმდეგობა არ ნელდება და აშკარად ჩანს რომ ეს ივანიშვილისთვის სერიოზული პრობლემაა...
გეთანხმებით, მე კი ვისაუბრე ხელისუფლების რესურსებზე, მაგრამ სინამდვილეში მათი მდგომარეობა საგანგაშოა. თუ საპროტესტო მუხტის მართვა გეგმაზომიერად მოხდება, მათ პრაქტიკულად შანსი არ აქვთ. იმიტომ, რომ ეს არის, როგორც დღე და ღამე, სიმართლე აქ არ არსებობს რაღაცა შუალედური, სიმართლე ცალსახად დგას ერთ მხარეს.
ხელისუფლებას აქვს თავისი სისუსტეები, ძალიან ბევრი სისუსტე აქვს, უბრალოდ ამას გამოყენება უნდა. სტრატეგიულად რასაც ისინი აკეთებენ, ყველა ვარიანტში შეცდომაა, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლისთვის, საბედისწერო შეცდომაა. არ არის ჩვენი მომავალი ბელორუსიზაცია და რუსეთთან ერთად
სიმართლე არის იმ ადამიანების, ახალგაზრდების მხარეს, რომლებიც პროტესტს არ წყვეტენ. არ წყვეტენ, არა საკუთარი ვიწრო ინტერესების, კარიერისა და პოლიტიკაში მოსვლისთვის, არამედ ამ ქვეყნის მომავლისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ ამ საპროტესტი მუხტის გეგმაზომიერი და მიზანმიმართული მართვა მოხდება, „საყრდენების“ წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება ეყრდნობა, წარიმართება ღია მუშაობა, (არაფერს უკანონოს არ ვგულისხმობ) მეც კი რომელსაც მიმაჩნია და მეშინია კიდეც, რომ რუსეთი დგას ამ ყველაფრის უკან, მაინც ვერ ვხედავ შანსს რომ ხელისუფლება გადარჩეს. საერთოდ, გადარჩეს, სახე შეინარჩუნოს კი არა, პოლიტიკაში დარჩეს, შეიძლება, ასეთ მდგომარეობამდე მივიდეს "ოცნება".
ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე, ივანიშვილს აქვს ტაქტიკური უპირატესობა, რადგან მაინც შეძლო "რუსული კანონის" მიღება, თუმცა, პროტესტის სწორად მართვის შემთხვევაში, სტრატეგიულად მისი დამარცხება შესაძლებელია?
დიახ, ხელისუფლებას აქვს თავისი სისუსტეები, ძალიან ბევრი სისუსტე აქვს, უბრალოდ ამას გამოყენება უნდა. სტრატეგიულად რასაც ისინი აკეთებენ, ყველა ვარიანტში შეცდომაა, 10 წლითაც რომ შეინარჩუნონ ამის შემდეგ ხელისუფლება, ეს გადაწყვეტილება, ქვეყნის მომავლისთვის, საბედისწერო შეცდომაა. არ არის ჩვენი მომავალი ბელორუსიზაცია და რუსეთთან ერთად. რუსეთსაც რა მომავალი ელოდება ერთმა უფალმა უწყის.
ტაქტიკურად ხელისუფლება მყარად არის იმაში, რომ აქვს ამოცანა და ამ ამოცანის შესრულების გეგმა, ამაში ივანიშვილი მწყობრია.
მეორე მხრიდან, ასეთი სიმწყობრე, ჯერჯერობით არ ჩანს. ხელისუფლების ოპონენტები უნდა დაჯდნენ და შეთანხმდნენ, და მწყობრად უნდა დაიწყონ ხელისუფლების სისუსტეების გამოყენება, რა თქმა უნდა, კანონის ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე, მე მგონია, რომ ეს შესაძლებელია.