მკვლევრები აცხადებენ, რომ ზოგიერთ გენს შეუძლია გამოავლინოს ჭარბწონიანი პაციენტები, რომლებიც სავარაუდოდ ძლიერ შედეგს მიიღებენ „ნოვო ნორდისკის“ (Novo Nordisk) წონის შესამცირებელი წამლით „ვეგოვი’ (Wegovy). განცხადება ამის შესახებ ორშაბთს გაკეთდა.
ვაშინგტონში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ გარკვეული გენეტიკური პროფილის მქონე პაციენტებს, 95 პროცენტიანი ალბათობით, ამ წამლით მკურნალობაზე ძლიერი შედეგი ექნებათ.
ერთ-ერთი მკვლევრის, მეიოს კლინიკის ექიმ ანდრეს აკოსტას თანახმად, ეს აღმოჩენა შეიძლება გამოიყენონ იმ პაციენტების დასადგენად, რომლებიც ამ წამლისგან ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ.
აკოსტა ამბობს, რომ ზოგიერთ ჭარბწონიან ადამიანს აქვს გენეტიკუური პროფილი, რომელიც ე.წ „მშიერ კუჭს“ იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვების მიღების დროს თავს დანაყრებულად გრძნობენ, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კვლავ შიათ, რადგან სხვა ადამიანების უმეტესობისგან განსხვავებით, საკვები მათ კუჭს უფრო სწრაფად ტოვებს.
ასევე ნახეთ: ალცჰაიმერის წინააღმდეგ - წამალი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდაკვლევაში 84 პაციენტი მონაწილეობდა, რომლებსაც ჭარბი წონის მოსაცილებლად „ვეგოვი“ დაუნიშნეს. „მშიერი კუჭის“ გენეტიკური ვარიანტის მქონე პაციენტებმა, 9 თვეში, წონის 14.4% დაკარგეს, ერთი წლის შემდეგ კი 19.5%.
შედარებისთვის, ამ გენეტიკური პროფილის არმქონე პაციენტებმა, 9 თვეში, წონის 10.3 პროცენტი დაკარგეს და 12 თვეში, დამატებით, სრულიად არაფერი დაუკარგავთ.
აკოსტამ თქვა, რომ მკვლევრებმა იგივე სურათი ნახეს პაციენტებში, რომლებიც წონის დასაკლებ წამალ „ლირაგლუტაიდს“ (Liraglutide) იღებდნენ. „ნოვო ნორდისკის“ ამ წამლების სავაჭრო დასახელება „ვიქტოზა“ (Victoza) და „საქსენდა“ (Saxenda) არის.
მიუხედავად იმისა, რომ „მშიერი კუჭის“ გენების არმქონე პაციენტებმა „ვეგოვის“ საშუალებით გარკვეული წონა დაკარგეს, აკოსტა ამბობს, რომ მათ იმავე მოცულობით წონის დაკარგვა, მსგავსი, ნაკლებად ძვირი თერაპიითაც შეეძლოთ. „ვეგოვის“ ფასი, რომელსაც „სემაგლუტაიდსაც“ (Semaglutide) უწოდებენ, თვეში 1,349.02 დოლარია.
აკოსტა ამბობს, რომ თუ კვლევის შედეგები დადასტურდება, ექიმები საბოლოოდ შეძლებენ ზოგიერთ პაციენტს დარწმუნებით უთხრან, რომ ეს ძვირადღირებული წამალი მათ დაეხმარება ან, შესაძლოა, ის მათთვის ეფექტიანი არ იყოს.