წარმომადგენელთა პალატაში იშვიათ შაბათის სესიაზე, კონგრესის წევრებმა დაჩქარებული წესით 95 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცეს, რომელშიც უკრაინის, ისრაელის, და ტაივანისთვის სამხედრო დახმარება შედის.
მძლავრი მხარდაჭერით, პალატამ დაამტკიცა უკრაინის ნაწილი, რომელიც 61 მილიარდი დოლარის ოდენობისაა. ეს თითქმის იგივე თანხაა, რომელიც თებერვალში სენატმა დაამტკიცა. კანონპროექტის დამტკიცებას დაბაზში ოვაციები მოჰყვა და ზოვიერთი კონგრესმენი უკრაინის დროშას აფრიალებდა.
ასევე ნახეთ: კონგრესმა უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა61 მილიარდიდან 23 მილიარდით ამერიკის მარაგები შეივსება, 11 მილიარდით რეგიონში ამერიკის სამხედრო ოპერაციები დაფინანსდება, 14 მილიარდი უკრაინას მოწინავე შეიარაღების შესასყიდად გადაეცემა.
ისრელისთვის პალატამ 26 მილიარდი დოლარი დაამტკიცა, რომელიც ისრაელის დახმარებასთან ერთად, ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასაც გულისხმობს.
კანონპროექტის ეროვნული უსაფრთხოების კომპნენტი მოიცავს დებულებას, რომელიც პოპულარულ ჩინურ პლატფორმა „TikTok-ს“ და ამერიკაში მისი გავლენების შემცირებას გულისხმობს. კანონპროექტი ასევე მოიცავს შეთავაზებას, რომელიც გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევას და შემოსული თანხის უკრაინისთვის გადაცემას გულისხმობს.
ახლა სრული პაკეტი სენატს გადაეცემა, სადაც უახლოეს დღეებში მისი დამტკიცება თითქმის გარანტირებულია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დამტკიცების შემთხვევას კანონპროექტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს