ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის “უსაფრთხოების აქტის” მხარდაჭერა და მიღება შეძლო 311 ხმით, 112 ის წინააღმდეგ. რესპუბლიკური პარტიის ერთმა წევრმა თავი შეიკვა.
რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ შაბათს, 95 მილიარდი დოლარის ოდენობის საკანონმდებლო პაკეტს უყარა კენჭი, რომელიც ოთხი ინდივიდუალური ნაწილისგან შედგება. დახმარება მიზნად ისახავს სამხედრო დახმარების გაწევას უკრაინის, ისრაელის და ტაივანისთვის, და შეიცავს ამერიკის უსაფრთხოების განმტკიცების დებულებებს.
ამერიკის სენატმა მსგავსი კანონპროექტი თებერვალში მიიღო და ბოლო თვეების განმავლობაში წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონისგან კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანას ელოდნენ.
ახლა შემდეგი ნაბიჯი კანონპროექტის საბოლოოდ დასამტკიცებლად მისი სენატში გაგზავნა და ზედა პალატის მიერ მისი დამტკიცებაა. მას შემდეგ, რაც ორივე პალატა კანონპროექტის ერთ ტექსტზე შეთანხმდება, ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება.