პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები უცხოური გავლენის კანონს აპროტესტებენ. ვითარება დაიძაბა პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან. აქციის მონაწილეებსა და მოძრაობა „ახლის“ ლიდერებს პოლიციამ აიძულა შენობის გვერდითა შესასვლელი დაეტოვებინათ.
რუსთაველის გამზირზე კი აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ: მილერი: დღეს არ ვისაუბრებ შედეგებზე, რაც ამ კანონპროექტის კანონად ქცევას მოჰყვებადემონსტრანტები „რუსულ კანონს“ უწოდებენ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს, რომლის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოუწევთ დარეგისტრირება იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც წლის განმავლობაში 20%-ზე მეტით ფინანსდებიან, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებიდან და ფონდებისგან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, კანონპროექტი პარლამენტიდან გაიტანოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მობილიზებულნი არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ასევე ნახეთ: "ჰორიზონტზე შეიძლება მეტი სანქცია იყოს" - ანალიტიკოსები საქართველოზეპარლამენტის შენობასა და მის გარეთ მობილიზებულია პოლიცია. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უცხოური გავლენის შესახებ კანონის პირველი მოსმენით განხილვა 16 აპრილს, 21:00 საათზე შეწყდება და 17 აპრილს გაგრძელდება.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
ასევე ნახეთ: 373 მილიონი დოლარის ღირებულების, 40-მდე განვითარების პროგრამა - USAID-ის მიმდინარე პროექტები საქართველოში2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.