უკრაინულმა დაზვერვამ სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტო GUR-მა, რუსეთის ვორონეჟის რეგიონში რუსული ავიაციის მთავარ საწარმოს დაარტყა.
მანამდე, 9 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონის თავზე ორი დრონი ჩამოაგდო.
წყარომ თქვა, რომ ქალაქ ბორისოგლებსკში 711-ე საავიაციო სარემონტო ქარხანას დაარტყეს, მაგრამ მიყენებული ზიანის მასშტაბის დეტალებზე ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია. სათვალთვალო კამერების ვიდეომ, რომელიც „როიტერმა“ გადაამოწმა, ობიექტზე სამშაბათს მომხდარი აფეთქება აჩვენა. „როიტერმა“თანამგზავრებიდან გადაღებულ გამოსახულებებთან შეჯერებით ადგილმდებარეობის და ამასთან ერთად ვიდეოზე აღბეჭდილი დროის დადასტურება შეძლო.
ასევე ნახეთ: რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო წარმოების კომპლექსს დაარტყაქალაქი ფრონტის ხაზის უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებული ნაწილიდან, სულ ცოტა 350 კილომეტრით არის დაშორებული.
კიევმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თავდასხმები გააძლიერა. მისი სამიზნე სამხედრო ობიექტები და ენერგო ინფრასტრუქტურაა, რომელიც მოსკოვს ომში ეხმარება. უკრაინა მეტწილად საკუთარი წარმოების, შორ მანძილზე მოქმედ სხვადასხვა ტიპის დრონებს იყენებს.