ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო წარმოების კომპლექსს დაარტყა


ხარკივი რუსული საჰაერო თავდასხმის შემდეგ. 23 იანვარი, 2024.
ხარკივი რუსული საჰაერო თავდასხმის შემდეგ. 23 იანვარი, 2024.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის სამხედრო წარმოების ობიექტებზე და თითოეული მათგანი წარმატებული იყო.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულ სამხედრო საწარმოებზე, სადაც ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და საბრძოლო მასალას აწარმოებენ, დარტყმები საჰაერო და სახმელეთო რაკეტებით განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის გადამოწმება, ამ დრომდე ვერ ხერხდება, - წერს საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა, სამშაბათს, უკრაინაზე მასობრივი საჰაერო დარტყმები განახორციელა. მათი ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმები, ძირითადად, დედაქალაქ კიევს და ხარკივზე იყო მიმართული.

XS
SM
MD
LG