შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საიმპიჩმენტო გამოძიების გაგრძელებას ცდილობენ, დღეს პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ორ ყოფილ პარტნიორს გამოკითხავენ.
ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენის იმპიჩმენტი - ჰანტერ ბაიდენს კონგრესში ელოდებიანრესპუბლიკელი კონგრესმენები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა და მისი ოჯახის წევრებმა ისარგებლეს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, რომლთა მიღებაშიც 2009-17 წლებში, ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის რანგში მონაწილეობდა. თუმცა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებსჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ. თეთრი სახლი ამბობს, რომ გამოძიება უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულია.
უცნობია, როდის გადაწყვეტენ რესპუბლიკელები, რა იქნება გამოძიების პროცესში მათი შემდეგი ნაბიჯები. ჯეიმს კომერმა, პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ იმპიჩმენტის მუხლების შედგენის ნაცვლად, ის საქმეში ახალ ჩანართს გახსნის, რომელშიც სისხლის სამართლის მიმართულებებს განიხილავს. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ვის, ან რა დანაშაულებზე მიემართება მის მიერ ნახსენები ეს მიმართულებები.
წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელებს მცირე უმრავლესობა აქვთ, რაც მიმომხილველების აზრით, იმპიჩმენტს გაართულოებს.
გასულ თვეში, წარომადგენელთა პალატამ, შიდა უსაფრთხოების მდივან ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტის მეორე მოსმენა გამართა და მის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პირველი მოსმენა ჩაიშალა. ახლა ჯერი სენატზეა და არსებობს მოლოდინი, რომ დემოკრატების მართული სენატი მას გაამართლებს.