იმ დროს, როდესაც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა აღმართეს, შვედეთის სამხედრო უწყებამ ტრანსატლანიკურ სამხედრო ალიანსში შესვლა, 11 მარტს მთელ ქვეყანაში დროშის აღმართვის ცერემონიებით აღნიშნა.
ასევე ნახეთ: აშშ - ნატო - შვედეთისტოკჰოლმში, შვედეთის შეიარაღებული ძალების შტაბთან გამართულ ცერემონიაზე, მთავრობას შვედეთის სოფლის საქმეების მინისტრი წარმოადგენდა.
გასულ კვირაში შვედეთი ნატოს 32-ე წევრი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვისკენ უბიძგა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტენსონმა აშშ-ის მთავრობას საბოლოო დოკუმენტაცია 7 მარტს წარუდგინა, რაც ალიანსში შესვლის პროცესის ბოლო ნაბიჯი იყო.