მილიონობით ამერიკელი, 15 შტატში და ამერიკულ სამოაში, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებს აძლევენ ხმას.
მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავიანთი პარტიების ერთგული წევრებისგან, დიდ მხარდაჭერას მოიპოვებენ.
სამშაბათის კენჭისყრაზე მიღებული შედეგებით, რომელსაც ასევე უწოდებენ „სუპერ სამშაბათს“, საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას, ვერც ერთი პარტიის წარმომადგენელი ვერ შეძლებს.
„სუპერ სამშაბათს“, როდესაც 15 შტატში რესპუბლიკელები ხმას მისცემენ, დონალდ ტრამპის მიზანი იქნება მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის მის ერთადერთ მეტოქე ნიკი ჰეილის.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს სამშაბათს არ შეუძლია მოიპოვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ნომინაცია მიიღოს, მიმომხლივლებეს მიაჩნიათ, რომ კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება უკვე ყველა ეჭვს გაფანტავს. სამშაბათის კენჭისყრა, რესპუბლიკელ დელეგატთა მესამედზე მეტის ხმის ბედს გადაწყვეტს.
ასევე ნახეთ: ნიკი ჰეილიმ ნევადის პირველად არჩევნებში "არცერთ ამ კანდიდატზე" ნაკლები ხმა მიიღოტრამპის მესამე ნომინაცია, შესაძლოა ნოემბერში დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მეტოქეობას ნიშნავდეს, რადგან მოსალოდნელია, რომ ბაიდენი სამშაბათს, დემოკრატების კენჭისყრაში ადვილად გაიმარჯვებს. თუმცა, აქტივისტები, რომლებიც ისრაელის მიმართ ბაიდენის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, მინესოტაში მუსლიმ ამერიკელებს და პროგრესულებს მოუწოდებენ, პროტესტის ნიშნად ხმა მისცენ როგორც ამომრჩევლებმა, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.
ჰეილი სულ უფრო მეტი კითხვის წინაშე დგებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ თავის კამპანიას კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 10 დღის წინ თავისივე შტატ სამხრეთ კაროლინაში დამარცხდა.
ჰეილის „სუპერ სამშაბათის“ შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, არანაირი დაპირება არ გაუჟღერებია და მისმა კამპანიამ სამშაბათს ან მას შემდეგ არანაირი საჯარო ღონისძიება არ დაგეგმა.
სამშაბათ დილით „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჰეილიმ თქვა: „რამდენადაც ყველას სურს გვერდზე გამწიოს, ჯერ თამაშიდან გასვლისთვის მზად არ ვარ“.
გამოკითხვებზე დაკვირვების ვებ-გვერდ "538"-ის თანახმად, „სუპერ სამშაბათის“ ყველა შტატში, სადაც საჯარო გამოკითხვის შედეგები ხელმისაწვდომი იყო, ტრამპი ჰეილის უსწრებდა. კალიფორნიაში და ტეხასში, რომლებსაც ერთად 300-ზე მეტი დელეგატი ჰყავთ ტრამპი, საშუალოდ, 50 პროცენტულ პუნქტზე მეტად ლიდერობდა.
თუმცა, ჰეილის მოკაცშირეები ხედავენ შესაძლებლობის ფანჯარას მოიპოვონ გამარჯვება ისეთ შტატებში, როგორიცაა ვირჯინია, მასაჩუსეტსი და ვერმონტი, სადაც მეტი მდიდარი, კოლეჯის განათლება მიღებული ამომრჩეველი ცხოვრობს, რომელიც მისი კანდიდატურისკენ იხრება.
ასევე ნახეთ: “დიდი გამარჯვება“ ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებაეს სამი შტატი იმითაც გამოირჩევა, რომ იმ რამდენიმე შტატს შორისაა, რომლებიც პირველად არჩევნებზე არ ითხოვენ, რომ ამომრჩეველი რეგისტრირებული რესპუბლიკელი იყოს. „ედისონ რისერჩის“ „ეგზიტპოლის“ თანახმად, დამოუკიდებელმა და ზომიერმა ამომრჩევლებმა ადრეული არჩევნების შტატებში უპირატესობა ჰეილის მიანიჭეს.
კითხვაზე, სამშაბათის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, შეეხმიანებოდა თუ არა ჰეილის, ტრამპმა თქვა, რომ მისი ყურადღების ცენტრში ბაიდენი იყო.
ცალკე ინეტრვიუში ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ უთხრა: „ვფიქრობ, ამ საღამოს ყველა შტატში გავიმარჯვებთ“.
ტრამპის პირველი სასამართლო მოსმენა კრიმინალურ საქმეზე, რომელიც პორნო მსახიობისთვის გაჩუმების სანაცვლო ფულის მიცემას ეხება, ნიუ-იორკში ექვსი დღის შემდეგ დაიწყება.
ორშაბათს კი უზენაესმა სასამართლომ ერთსულოვნად დაადგინა, რომ შტატებს არ შეუძლიათ კონსტიტუციური შესწორების საფუძველზე, რომელიც მეამბოხეებს საჯარო თანამდებობის დაკავებას უკრძალავს, ტრამპის სახელი საარჩევნო ბიულეტენებიდან ამოიღონ.
ტრამპმა, მის წინააღმდეგ მიმდინარე ყველა საქმეში თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა და მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ ეს დემოკრატების შეთქმულების ნაწილია, რათა მისი ხელისუფლებაში დაბრუნება არ დაუშვან.