ტაივაინი აცხადებს, რომ ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავებმა სრუტის შუა ხაზი გადაკვეთა

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი სამხედრო თვითმფრინავებითა და გემებით „გაერთიანებულ საბრძოლო მზადყოფნის პატრულირებას“ ახორციელებს. უწყების ცნობით, 9 ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა სრუტის შუა ხაზი გადაკვეთა.

დემოკრატიულად მართული ტაივანი, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას რეგიონში ჩინეთის სახმეხდრო მოქმედებების შესახებ.

ასევე ნახეთ: ჩინეთის საფრთხის ფონზე, ტაივანმა ჯარში სავალდებულო გაწვევის პროგრამა გაახანგრძლივა