ხუთშაბათს რუსულმა სასამართლომ ალსუ კურმაშევას, რუს-ამერიკელ ჟურნალისტს, რომელსაც ბრალად „უცხოეთის აგენტის“ კანონდარღვევა ედება, წინასწარი დაკავების ვადა გაუგრძელა.
„როიტერის“ ჟურნალისტმა, რომელიც ყაზანის სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა, თქვა რომ კურმაშევას წინასწარი პატიმრობის ვადა 5 აპრილამდე გაუგრძელეს.
კურმაშევა პრაღაში ბაზირებული ჟურნალისტია. ის „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებაში“ მუშაობს, რომელსაც შეერთებული შტატების კონგრესი აფინანსებს და რუსეთმა კურმაშევას „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმიანობისთვის, რომელიც პოლიტიკურად მიიჩნევა, ის უცხოურ დაფინანსებას ღებულობს.
ასევე ნახეთ: „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტის რუსეთში პატიმრობის საქმესასამართლოს დოკუმენტების თანახმად, იმის გამო, რომ თავისი ამერიკული პასპორტი რუსულ სახელისუფლებო ორგანოებში არ დაარეგისტრირა, 11 ოქტომბერს კურმაშევა 10,000 რუბლით ($103) დააჯარიმეს.
შემდეგ მას ბრალი დასდეს, რომ უცხოეთის აგენტად არ დარეგისტრირდა. ეს დარღვევა ხუთ წლამდე ციხეს ითვალისწინებს. კურმაშევა 18 ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება.
დეკემბერში რუსეთის სახელმწიფო მედია საშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსმა გამომძიებლებმა კურმაშევას წინააღმდეგ ახალი საქმე დაიწყეს. ამჯერად მას რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას აბრალებენ.