შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 29 იანვარს განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის მიღწევები ბრძოლის ველზე შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს თუ შეერთებული შტატები კიევის დახმარებას არ გააგძელებს.
Your browser doesn’t support HTML5
ეს განცხადება ბლინკენმა იმ ფონზე გააკეთა, როცა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში იმყოფება და უკრაინისთვის დახამრების გამოყოფაზე კონგრესის ლობირებას ცდილობს.
ასევე ნახეთ: ზელენსკის თქმით, რუსეთმა ახალი წლიდან უკრაინის წინააღმდეგ 1,000-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუგზავნა. თუმცა, ამჯერად რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეწინააღმდეგება, სანაცვლოდ საიმიგრაციო პოლიტიკაზე დათმობებს ითხოვს და აცხადებს, რომ ადმინისტრაციას უკრაინაში მკაფიო საბოლოო მიზანი არ აქვს ჩამოყალიბებული.
ბლინკენმა მძიმე სურათი დახატა იმ შემთხვევაში, თუ კონგრესმა დახმარება არ დაამტკიცა. რესპუბლიკელები დემოკრატებს ამერიკის საზღვრის დაცვას და ქვეყანაშ უკანონო მიგრაციაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას სთხოვენ, დემოკრატები კი მათ შეთავაზებას არ იზიარებენ.
29 იანვარს, გვიან ღამით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ პროგერესს მიაღწიეს.