სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ღაზაში წარმოებული ომის ფარგლებში ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს და ამ ბრალდებით გრძელვადიან საერთაშორისო სასამართლო პროცესს იწყებს. საერთაშორისო სასამართლო მომავალ კვირას სარჩელის განხილვისთვის ემზადება.
ასევე ნახეთ: ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზაში ომის ახალ ფაზაზე საუბრობსისრაელი ბრალდებას „ცილისწამებას“ უწოდებს, თეთრმა სახლმა კი განაცხადა, რომ ის „უსაფუძვლოა“.
ღაზაში ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 22 000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ეჭვქვეშ აყენებენ ამ მონაცემებს და აღნიშნავდნენ, რომ სამინისტროს ჰამასი მართავს, რომლის შეიარაღებულმა ფლანგმაც 7 ოქტომბერს ისრაელზე სასტიკი თავდასხმა განახორციელა და 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლა.
ჰამასი, რომელსაც ამერიკა და მისი ზოგიერთი მოკავშირე ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, საკუთარ მთავარ მიზნად ებრაელების დახოვცას და ებრაული სახელმწიფოს განადგურებას ასახელებს.