230 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც რუსეთში იყვნენ დაკავებულები, 3 იანვარს სახლში დაბრუნდნენ. ეს ორ ქვეყანას შორის ბოლო 5 თვის განმავლობაში ტყვეთა გაცვლის პირველი შემთხვევაა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ ომის პატიმართა გაცვლის ორგანიზება არაბეთის გაერთიანებული საამიროს "პირდაპირი ჩართულობით" გახდა შესაძლებელი. თუმცა მეტი დეტალი ამ პროცესის შესახებ არ გაუმხელია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ სანაცვლოდ, მათ 248 რუსი ტყვე გადასცა. მათგან 224 სამხედრო, ხოლო 6 სამოქალაქო პირი იყო. რუსული მხარის თქმით, ეს ამ ორწლიანი ომის დროს, ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და უკრაინა გასული 22 თვის განმავლობაში ერთმანეთთან პირდაპირ დიალოგზე არ თანხმდებიან, როგორც წესი, მესამე მხარის ჩარევით, ტყვეების მასშტაბური გაცვლა უკვე რამდენჯერმე მოხდა.
ტყვეთა გაცვლა გაცილებით ინტენსიურად ომის პირველ თვეებში. 2022 წელს მიმდინარეობდა. 2023 წელს კი ამ მხრივ წარმატება მნიშვბელოვნად შემცირდა. ბოლოს რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები 2023 წლის აგვისტოში გაცვალეს.