თურქეთის ხელისუფლებამ 34 ადამიანი დააკავა, რომლებიც ისრაელის სადაზვერვო სამსახურ „მოსადთან“ კავშირში და თურქეთში მცხოვრები პალესტინელების წინააღმდეგ თავდასხმების ორგანიზებაში არაინ ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ 3 იანვარს თურქეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა და დასძინა, რომ „მოსადი“ თურქეთში ასევე აწარმოებდა აგენტების რეკრუტირებას.
ასევე ნახეთ: ირანული მედიის ცნობით, ირანის სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდადეკემბერში თურქეთმა ისრაელი გააფრთხილა, რომ თუ „მოსადი“ „ჰამასის“ წევრების წინააღმდეგ პალესტინელების ტერიტორიის გარეთ, მათ შორის თურქეთში, ოპერაციებს განახორციელებდა, ამას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვებოდა. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ ასეთი მოქმედება შეცდომა იქნებოდა.
თურქეთი, თავისი დასავლელი მოკავშირეებისა და ზოგიერთი არაბული სახელმწიფოსგან განსხვავებით, „ჰამასს“ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებების თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.