ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი შავ ზღვაში არ უშვებს უკრაინისთვის განკუთვნილ ბრიტანულ საზღვაო განმნაღველ გემებს


თურქეთმა სამშაბათს, 2 იანვარს განაცხადა, რომ ორ ბრიტანულ საზღვაო გამნაღმველ საბრძოლო გემს, არ მისცემს უფლებას შავი ზღვისკენ მიმავალ გზაზე თურქეთის წყლებში შევიდეს. ეს გემები უკრაინისთვისაა განკუთვნილი.

ანკარა აცხადებს, რომ თუ ბრიტანულ გემებს თავის წყლებში დაუშვებს, ეს საერთაშორისო შეთანხმებას დაარღვევს, ომის დროს სრუტეების გავლის შესახებ.

გასულ თვეში, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ სურს ორი სამეფო საზღვაო განმაღმველი გემი უკრაინას გაუგზავნოს, რათა ქვეყანას ომის დროს, საზღვაო ოპერაციებში დაეხმაროს. ნატოს წევრმა თურქეთმა მოკავშირეებს მაშინვე აცნობა, რომ გემებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში არ დაუშვებს მანამ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატმა გაავრცელა.

2022 წელს, მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, თურქეთმა 1936 წლის მონტროს კონვენცია აამოქმედა, რომელიც ომში ჩართული მხარეებისთვის ნებისმიერი საომარი გემის გატარებას ზღუდავს. პაქტი ამ აკრძალვისგან ათავისუფლებს იმ გემებს, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან.

თურქეთში ამბობენ, რომ მონტროს კონვენციის ამოქმედება შავ ზღვაში, დამატებითი დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მოხდა. ანკარა ომის დაწყებიდან დღემდე, კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს, როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან.

XS
SM
MD
LG