დონალდ ტუსკმა პრემიერის ფიცი დადო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი

პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობამ ოთხშაბათს ფიცი დადო. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონიის აღსრულება საბოლოო ნაბიჯია ძალაუფლების ოფიციალურად გადაბარებისთვის, რაც პოლონეთის შემთხვევაში დიდი ცვლილებაა რვაწლიანი ნაციონალისტური მმართველობის შემდეგ.

ასევე ნახეთ: პოლონეთის პრემიერს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა

წინა ხელისუფლების პირობებში, რომელსაც "კანონისა და სამართლიანობის პარტია" ხელმძღვანელობდა, წლების განმავლობაში ვარშავასა და ბრიუსელს შორის არაერთ საკითხზე უთანხმოება იყო. პრემიერად ტუსკის დანიშვნამ გააჩინა იმედი, რომ ევროკავშირის ბევრ წევრთან პოლონეთის ურთიერთობა გაუმჯობესდება.

სამშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ცენტრისტმა ტუსკმა, რომელიც 2014-2019 წლებში ევროსაბჭოს პრეზიდენტი იყო და ევროკავშირის ლიდერების სამიტებს ხელმძღვანელობდა, პირობა დადო, რომ პოლონეთს აღუდგენს ევროკავშრისგან თანხების მიღების შესაძლებლობას. ბრიუსელმა პოლონეთს მილარდობით დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტები გაუყინა სწპრედ კანონის უზენაესობის დარღვევისასთან დაკავშირებით წარმოქმნილი შეშფოთების საფუძველზე.

66 წლის ტუსკმა თქვა, რომ მისი მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს კანონის უზენაესობის აღდგენაზე და კონსტიტუციის პატივისცემაზე. მისი მთავრობა პრეზიდენ ანჯეი დუდას ნაწილობრივ პასუხისმგებლობას აკისრებს იმ რეფორმებზეც, რომლებიც მისი თქმით, "ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას".